ქოლანგიტი
ქოლანგიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება.
მიზეზები
· სანაღვლე სადინარებში ბაქტერიული გამაღიზიანებლების მოხვედრა;
· სანაღვლე სადინარების აუტოიმუნური ანთება;
· სანაღვლე სადინარებისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება;
· სანაღვლე სადინარების პოსტოპერაციული სტრიქტურა;
· მსხვილი დანწლავიდან ბაქტერიის რეფლუქსი;
· სანაღვლე დრენაჟების გამავლობის დარღვევა.
სიმპტომები
· სხეულის მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე);
· მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი;
· კანის ქავილი;
· ჭარბი ოფლდენა;
· საერთო სისუსტე;
· არტერიული წნევის დაწევა;
· კანის მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი;
· ციება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ბიოქიმიური სინჯები;
· ნაღვლის ბაქტეროლოგიური დათესვა;
· დუოდენალური ზონდირება;
· კალას ანალიზი;
· მუცლის ღრუს ორგანოების, ღივიძლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ენდოსკოპური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული პანკრეატოქოლანგიოგრაფია;
· სანაღვლე გზების ულტრასონოგრაფია.
მკურნალობა
· სპაზმოლიტიკები;
· ანტიბაქტერიული საშუალებები;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანტიპარაზიტული პრეპარატები;
· პლაზმოფარეზი;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები;
· ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
· ღვიძლის აბსცესი;
· სეფსისი;
· ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
· 50-60 წლის ქალები;
· ანამნეზში ნაღველკენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
· გასტროენტეროლოგთან ყოელწლიურად ვიზიტი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა.