ქერტლი
ქერტლი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის საფარის აქტიური გამოშრობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· Malassezia Furfur-ის სოკო;
· ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;
· სოკოვანი დაავადებების, ფსორიაზის გართულება;
· არასწორი კვება;
· თავის იშვიათი დაბანა;
· ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· თმის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები;
· თმის ხშირი შეღებვა;
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· თავის კანზე ცხიმიანი ან გამომშრალი თეთრი ნადების გაჩენა;
· თმის სიმშრალე, ცხიმიანობა ან მტვრევადობა;
· თმის ფერის გახუნება;
· თავის კანის ქავილი;
· თმის ცვენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ტრიქოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· თავის კანის დათვალიერება;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის კანის ნაცვეთის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· თმის მოვლის სამკურნალო საშუალებებს;
· გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
· თავის კანის მიკრომასაჟს;
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონში საჭიროა შემდეგი პროდუქტების შეტანა:
· ზღვის პროდუქტები, თევზი;
· ავოკადო, ბანანი;
· სტაფილო, პომიდორი, კომბოსტო;
· თხილი, არაქისი, ფინიკი;
· რძის პროდუქტები.
საჭიროა ცომეულის, ტკბილეულის, ცხარე საკვების გამორიცხვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავდების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
· ნაწილობრივი ან სრულად გამელოტება;
· თავის კანის და რბილი ქსოვილების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების განვითარება.
რისკის ჯგუფი
· სებორეის მქონე ადამიანები;
· მამაკაცები;
· ახალშობილები;
· მოზარდები;
· ადამიანები, ვინც ხშირად იცავს დიეტას;
· ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ ინფარქტი და ინსულტი;
· ნევროლოგიური დაავადებების მქოე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაავადების დროული მკურნალობა;
· დაბალანსებული კვების ქონა;
· ძლიერი სტრესის და დეპრესიის თავიდან აცილება;
· თმის შამპუნის და მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა;