ქეცი (ფავუსი)
ქეცი (ფავუსი) - წარმოადგენს თმის, კანის, ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, რომელიც ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;
· ინფექციური დაავადებები;
· ინტოქსიკაციის ფონზე დაავადება;
· არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების გამო დაავადება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დაავადებული თმა თხელდება, უხეშდება, თითქოს დამტვერილია;
· დაზიანებული თმა არ არის მტვრევადი და ინარჩუნებს სიგრძეს;
· დაავადებულს თავზე ცუდი სუნი ასდის;
· კანზე ვითარდება ატროფიული ზედაპირი;
· ზოგჯერ ვითარდება რეგიონარული ლიმფოდენტები;
· დაზიანებულ ადგილს ახასიათებს დიფუზიური დახეთქვა;
· შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მიკოლოგი, რომელიც ახდენს პაციენტის ვიზუალურ დათვალიერებას. ქეცის რიგი ფორმებისას საჭიროა ასევე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის იყენებენ გარე მოხმარების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ იოდით, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მალამოებით.
საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და მოხდეს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც, რაც დიდი ალბათობით ლეტალურ შედეგსაც კი გამოიწვევს.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია მიკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია. თუ ქეცი აღმოაჩნდება ადამიანს, მისი ოჯახის ყველა წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, რათა მოხდეს სოკოს პრევენცია.