ქათმის სიბრმავე
ქათმის სიბრმავე - წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ბინდში ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში. თვალები შუქის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება 3 წლის ასაკში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ორგანიზმში А ვიტამინის ნაკლებობა;
· ანემია;
· ღვიძლის არასწორი მუშაობა;
· ორგანიზმის გამოშრობა;
· გენეტიკა;
· მხედველობის ორგანოს დაავადებების არსებობა;
· როდოპსინის პიგმენტის უკმარისობა თვალის ბადურაში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შედმეგი სახის სიმპტომები:
· არასაკმარისი განათების დროს მხედველობის სულ უფრო დაქვეითება;
· მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;
· სიბნელეში თვალის ბადურის მგრძნობელობა;
· ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა;
· მხედველობის არეში წერტილების გაჩენა;
· სივრცეში ორიენტაციის გაუარესება;
· კონიუქტივიტი;
· თვალის ლორწოვანის სიმშრალე;
· თვალების ტკივილი;
· თმის მტვრევა და ცვენა;
· წყლულების გაჩენა რქოვანაზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას სჭირდება:
· ოფთალმოლოგის მხრიდან კომპლექსური დათვალიერება;
· სპეციალურ აპარატზე შემოწმების გავლა, რომლის საშუალებით ხდება თვალის ბადურის ანომალიების დადგენა;
· სისხლის ანალიზი;
· დაზიანებული თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· დიეტოთერაპიას;
· ვიტამინოთერაპიას.
თუ დაავდება თანდაყოლილია ინიშნება დაბალანსებული კვება, გარდა ამისა, აქტუალურია შემდეგი ქმედებები:
· ქირურგიული ჩარევა;
· ლაზერული თერაპია;
· თვალის დაავადებების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ ქათმის სიბრმავეს.
საშიშროება
კომპლექსური მკურნალობის გარეშე და А ვიტამინის ნაკლებობით შესაძლოა განვითარდეს გართულებები, დაირღვეს პერიფერიული მხედველობა. სრულფასოვანი მკურნალობის დროს შედეგი დადებითია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საკვებად А ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
· ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
· მხედველობის პრობლემების დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.