პრიდონტიტი
პრიდონტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს დამაკავშირებელი ქსოვილის ანთება, რომელიც გარს აკრავს კბილის გვირგივნს. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· კარიესის გართულება;
· ფესვის არხების უხარისხო მკურნალობა;
· პულპიტის გართულებები;
· კბილის ტრავმები და მოტეხილობები;
· აგრესიული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება.
სიმპტომები
· კბილის მწვავე ტკივილი;
· საკვების ღეჭვის დროს ტკივილი ძლიერდება;
· ტუჩების, ქუთუთოების დასიება;
· ღრძილების გარშემო მტკივნეული ინფილტრატის გაჩენა;
· რთულ ფორმებში კბილი ირყევა;
· ცუდი სუნი პირიდან;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· საერთო დათვალიერება;
· სისხლის, შარდის საერთო ანალიზი;
· ყბის რენტგენი;
· პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პერიდონტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზის მკურნალობა;
· მედკამენტოზური მკურნალობა;
· ლაზერული, ულტრა-ბგერითი მკურნალობა;
· ნეკროტური პულპის მოცილება;
· დაზიანებული კბილის მოცილება;
· ფესვების არხების ინსტრუმენტული დამუშავება;
· კბილების დაპლომბვა;
· კბილების იმპლანტაცია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:
· პაროდონტიტი;
· პაროდონტოზი;
· პაროდონტალური აბსცესი;
· კბილების დაცვენა;
· გლომერუონეფრიტი;
· სახსრების ქსოვილის რევმატული დაავადება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
· პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა;
· კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.