პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი

 

პოლიომიელიტი  მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება და ცხვირხახისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში Picornaviridae-ის ტიპის ვირუსის განვითარებით.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         არაპარალიტიკური ფორმა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია — ​დაბალი ტემპერატურა, გულის რევა, ღებინება, სურდო, მუცლის ტკივილი, დიარეა;

·         მენინგიალური ფორმა  — ​სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39°С-მდე, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კუნთების მოდუნება;

·         პარალიტიკური ფორმა —​ მაღალი ტემპერატურა 38,5 - 39,5°С-მდე, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ზურგის, კიდურების ტკივილი, კუნთების კანკალი, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების კუნთების მოულოდნელი პარალიჩი.   

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის, შარდის, კალას საერთო ანალიზს;

·         ცხვირ-ხახის გამონადენის სეროლოგიურ გამოკვლევას;

·         ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას.

რთული ფორმების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;

·         შარდმდენ საშუალებებს;

·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;

·         იმუნოგლობულინს.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:

·         სასუნთქი სისტემის დარღვევები;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;

·         პარეზი, პარალიჩი;

·         კუნთების ატროფია;

·         კონტრაქტურა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.