პნევმოტორაქსი

პნევმოტორაქსი

პნევმოტორაქსი მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს პლევრალურ ნაწილში გაზის დაგროვება. 

ფორმის მიხედვით გამოყოფენ:

·         დახურულ პნევმოტორაქსს;

·         ღია პნევმოტორაქსს;

·         სარქველის პნევმოტორაქსს.

 

მიზეზები

პნევმოტორაქსის გამომწვევი მიზეზებია:

·         გულმკერდის ტრავმები;

·         სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების გართულება;

·         პნევმოტორაქსის ხელოვნურად გამოწვევა ფილტვების ტუპერკულოზის სამკურნალოდ;

·         ფილტვების დაავადებების გართულებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         გულმკერდის არეში მწვავე ტკივილი;

·         ქოშინი;

·         გახშირებული სუნთქვა;

·         მშრალი ხველა;

·         გახშირებული გულისცემა;

·         პანიკური შიშის გრძნობა;

·         კანის საფარის სიფერმკრთალე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         გულმკერდის ორგანოების რენტგენი;

·         გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         სისხლში გაზის შემცველობის გამოკვლევა.

რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროკარდიოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ქირურგიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას;

·         პლევრალური ნაწილის პუნქციას;

·         პლევრალური ნაწილის დრენირებას;

·         პლევროდეზს;

·         ფილტვების, ბრონქების, გულმკერდის დაზიანებების აღმოფხვრას;

·         ჟანგბადის თერაპიას;

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს.

 

საშიშროება

აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         ექსუდატიური პლევრიტი;

·         ჰემოპნევმოტორაქსი;

·         პლევრის ემპიემა;

·         რიგიდული ფილტვი;

·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

სპონტანური მიმდინარეობის პნევმოტორაქსი მიდრეკილია რეციდივებისკენ.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         გულმკერდის ტრავმების აღმოფხვრა;

·         განმეორებითი პნევმოტორაქსის პროფილაქტიკა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.