პიგმენტური ლაქები
პიგმენტური ლაქები – კანზე ძირითადად ჩნდება კანის დაბერებისას, როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ აღდგენა.
მიზეზები
პიგმენტური ლაქების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:
· კანის დაბერება;
· ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება;
· ფეხმძიმობა;
· მედიკამენტების მიღება;
· კონტრაცეპტივების მიღება;
· ორგამიზმის მიერ ტოქსინების გამოყოფის შესაძლებლობის დაკარგვა;
· გენეტიკური მიდრეკილება.
სიმპტომები
· კანზე ღია-ყავისფერი ლაქების გაჩენა;
· ლაქებს ოვალური ფორმა აქვთ;
· მზის ზემოქმედების ადგილებში ლაქების გაჩენა;
· ეპიდერმისის სიმშრალე;
· ღრმა ნაოჭები;
· კანის საფარის გაუხეშება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:
· დერმატოლოგის მიერ პაციენტის დათვალიერება;
· იმ ორგანოების გამოკვლევა, რომელთა პრობლემებსაც შეეძლოთ კანის პიგმენტაციის ცვლილების გამოწვევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კოსმეტიკურ მკურნალობას;
· მედიკამენტოზურ თერაპიას;
· ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას;
· პიგმენტური ლაქების ლაზერული მეთოდით მოცილებას.
საშიშროება
დროული და ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში პიგმენტური ლაქების მოცილება შესაძლებელია სრულად. რიგ შემთხვევებში ლაქები მკურნალობას არ საჭიროებენ და მათი დაფარვა ხდება კოსმეტიკის გამოყენებით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანზე პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისგან თავის დაცვა;
· დამცავი კოსმეტიკის გამოყენება;
· თანმდევი დაავადებების მკურნალობა;
· ცხოვრების ჯანსაღი წესი;
· სწორი კვება;
· კანის რეგულარული და სწორი მოვლა;
· სტრესისგან თავის დაცვა.