პერიკარდიტი

პერიკარდიტი

 

პერიკარდიტი გულის პარკუჭის ანთებითი პროცესი. ხშირად ის წარმოჩინდება არა როგორც დამოუკიდებელი დაავადება, არამედ როგორც სხვა დაავადებების თანმხლები პროცესი.

 

მიზეზები

·         სხვადასხვა სახის ინფექციები;

·         ალერგია;

·         კარდიოლოგიური დაავადებები;

·         ზოგადსისტემური დაავადებები;

·         გულის ტრავმები;

·         ონკოდაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         გულმკერდში ყრუ, ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთქვის დროს.  

·         გულის ტკივილი და ძლიერი ხუთვა, სახის შეშუპება და ვენების გაგანიერება.

 

დიაგნოსტიკა

შემთხვევების 5%-ში პერიკარდიტი იწვევს სიკვდილიანობას. ამიტომ, ამ დაავადების დროს დიდი მნიშნველობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობის დაწყებას. ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვასთან ერთად ტარდება სისხლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია, ფილტვების რენტგენი, გულის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, პერიკარდის პუნქცია.   

 

მკურნალობა

პერიკარდიტის მკურნალობისას სასურველია წოლითი რეჟიმი. მკურნალობის კურსში ასევე შედის ანტიბიოტიკები აბების ან ინექციის ფორმით. თუ კონსერვატიული მეთოდები არ ჭრის აკეთებენ პუნქციას.

 

საშიშროება

·         გულის ტამპონადა;

·         სიკვდილი.

 

რისკის ჯგუფი

·         ნივთიერებათა ცვლის, ინფექციური დაავადებების, სისტემური დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების ქრონიკული ფორომების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია

·         კარდიოლოგის და რევმატოლოგის სისტემური კონტროლი;

·         ქრონიკული ინფექციების დროული მკურნალობა;

·         დასვენებისა და დატვირთვის ადეკვატური რეჟიმი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.