პაროდონტოზი

პაროდონტოზი

 

პაროდონტოზი   კბილების დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის დამაკავშირებელი აპარატის ერთიანობა ძვლის ქსოვილთან. კბილების სხვა დაავადებებს შორის აღნიშნული პრობლემა ფიქსირდება შემთხვევების 10-15%-ში.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         კბილებზე დიდი რაოდენობით ნადების დაგროვება;

·         კბილებზე ქვების გაჩენა;

·         ყბისა და კბილების განვითარების ანომალიები;

დაავადების გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ასევე:

·         გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროტული ტიპის დაავადებები;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         საჭმლის მომნელებელი სისტემი დაავადებები.

 

სიმპტომები

·         ღრძილებიდან სისხლდენა;

·         ღრძილების შეშუპება, სადაც ხდება საკვების ნარჩენების დაგროვება;

·         ცუდი სუნი პირის ღრუში;

·         კბილების ძირების მოშიშვლება;

·         ღრძილების ქავილი;

·         ღრძილების მწვავე ანთება;

·         ღრძილებზე კისტების გაჩენა;

·         კბილების გაფართოვება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         საერთო დათვალიერება;

·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;

·         ყბის რენტგენი;

·         პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.

შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ღრძილების მასაჟს;

·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;

·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;

·         კბილების ულტრა-ბგერით წმენდას;

·         ვიტამინოთერაპიას;

·         თანმდევი დაავადებების მკურნალობას.

დაავადების გვიან ფორმებზე გამოიყენება კბილების იმპლანტაცია;

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:

·         პაროდონტალური აბსცესი;

·         კბილების ჩამოცვენა.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;

·         ყბის აგებულების დეფექტის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);

·         საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.