პაროდონტიტი

პაროდონტიტი

 

პაროდონტიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის გარშემო ქსოვილის ანთებით პროცესი. 

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

·         ლოკალიზირებული პაროდონტიტი — პაროდონტის კონკრეტული ნაწილის ანთება;

·         გენერალიზირებული პაროდონტიტი — ყველა ან უმეტესობა კბილების გარემო ქსოვილის ანთება.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა;

·         შინაგანი ორგანოების დაავადებების არსებობა;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         სტომატოლოგის მიერ არაჰიგიენური და არასაკმარისად სტერილური საგნების და სამუშაო იარაღების გამოყენება;

·         პირის ღრუს ტრავმები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         მსუბუქი ფორმის დროს – შეშუპებული, დაწითლებული ღრძილები, სისხლდენა;

·         საშუალოდ მძიმე ფორმის დროს – ანთება, ღრძილების ატროფია, კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი;

·         მძიმე ფორმა – კბილების მორყევა, ძვლების ქსოვილების ატროფია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         კაპილარების სიმყარის ტესტირება;

·         ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;

·         ყბის რენტგენოგრამა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;

·         მედიკამენტოზურ მკურნალობას;

·         ლაზერულ, ულტრა-ბგერით მკურნალობას;

გვიან სტადიაზე ტარდება:

·         ღრძილების ოპერაცია;

·         გინგივექტომია;

·         დენტალური იმპლანტაცია.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:

·         პაროდონტალური აბსცესი;

·         კბილების ჩამოცვენა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);

·         საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.