პარაპროქტიტი
პარაპროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვანი ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· სასქესო ორგანოების და უკანა ტანის ჰიგიენის დაუცველობა;
· უკანა გასასვლელის დაავადებები;
· უკანა გასასვლელის ნერვების დაავადებები;
· დიარეა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ანალური ხვრელის არეში ქავილი;
· სწორ ნაწლავში გაძლიერებული ტკივილი;
· უაკნა ტანის კანის ჰიპერემია;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· ანალური ხვრელის აბსცესი;
· უკანა ტანიდან ჩიქრდენა;
· ანალური ხვრელის გარშემო შეშუპება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ფიზიკური გამოკვლევა;
· უკანა ტანის დათვალიერება და გამოკვლევა;
· რექტორომანოსკოპია;
· ანოსკოპია;
· ულტრასონოგრაფია.
მკურნალობა
მკურნალობის დროს ტარდება ოპერაცია და ჩირქოვანი კერის დრენირება, რაც მოითხოვს ადგილობრივ ნარკოზს. ოპერაციის შემდეგ მკურნალობა გრძელდება და გამოიყენება:
· ანტიბიოტიკები;
· ვიტამინები;
· იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· ნაწლავის ჩირქოვანი ანთება;
· საშარდე არხის ჩირქოვანი ანთება;
· სეპსისი;
· პერიტონიტი;
· საშოს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· კუჭის მოქმედების დარღვევების მქონე ადამიანები;
· ანალური სექსის მქონე ადამიანები;
· სწორი ნაწლავის ტრავმების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მცენარეული უჯრედების შემცველი საკვები პროდუქტის გამოყენება;
· დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება;
· პირველივე მოთხოვნილების დროს კუჭ-ნაწლავის დაცლა;
· სხეულის მასის კონტროლი;
· სიმძმის აწევის კონტროლი.