ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი

 

ოსტეოქონდროზი  ხერხემლის ქსოვილების დეგენერატიულ-დისტროფიული დაზიანება, რომელიც იწვევს ხერხემალშორისი დისკების გამრუდებას და სახსრების დეფორმაციას.

 

ოსტეოქონდროზის ტიპები და განვითარების სტადიები

არსებობს ოსტეოქონდროზის ოთხი ტიპი:

·         წელის ოსტეოქონდროზი;

·         კისრის ოსტეოქონდროზი;

·         გულმკერდის ოსტეოქონდროზი;

·         გავრცობილი ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ორი ან მეტი ნაწილის დაზიანება.

ოსტეოქონდროზს აქვს განვითარების შემდეგი სტადიები:

·         მალების არასტაბილურობის გამოწვევა, რაც ვითარდება ხერხემალშორისი დისკების ფორმის დარღვევით.

·         დისკების ფიბროზული რკალის დარღვევა და შევიწროვება.

·         ფიბროზული რკალის დაშლა, ერთი ან რამდენიმე დისკის სრული დეფორმაცია.

·         ხერხემლის დარღვეული ფორმის შედეგად ავადმყოფის მოძრაობა შეზღუდულია.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         მძიმე ფიზიკური დატვირთვა;

·         ზურგის სხვადასხვა დაავადებები;

·         ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი;

·         ზურგის ტრავმები;

·         ინფექციური დაავადებები;

·         ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტი;

·         ორგანიზმის დაბერება;

·         სიმსუქნე;

·         მუდმივი სტრესი;

·         გადაციება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         რენტგენოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიოთერაპიას;

·         სხვადასხვა ტიპის მასაჟს;

·         სამედიცინო პრეპარატებს;

·         ტრაკციას;

·         რეფლექსოთერაპიას;

·         მანუალურ თერაპიას;

 

საშიშროება

მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ოსტეოქონდროზმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;

·         რადიკულიტი;

·         ხერხემალშორისი თიაქარი;

·         თავის ტვინის ჟანგბადით კვების დარღვევა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.