ოსტეოართროზი
ოსტეოართროზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· სახსრების ტრავმები;
· ხშირი ფიზიკური დატვირთვა;
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
· ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი დაავადებები;
· სახსრების დისპლაზია;
· სხეულის ჭარბი წონა;
· წვივების ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
სიმპტომები
· სახსრების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს;
· სახსრის ხრტილის ქვეშ ძვლის ქსოვილის გამაგრება;
· დაზიანებული კიდურის დამოკლება;
· ძილის შემდეგ სიარულის გართულება, დაავადების პროგრესირების შედეგად;
· მოძრაობის დროს სახსრების ტკაცუნი და ჭრიალი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სახსრების რენტგენი;
· სახსრების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· სახსრის სითხის ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ანალგეტიკებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ოზონოთერაპიას;
· სამკურნალო მასაჟს;
· სახსრის გაჭიმვას;
· სახსრის გადანერგვას;
· ძვლების რეკონსტრუქციას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· სახსრების დეფორმაცია;
· ოსტეოართრიტი;
· სახსრების ფუნქციის დარღვევა;
· სახსრების დესტრუქცია;
· ოსტეოპოროზი;
· ძვლების ხშირი მოტეხილობა.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· 60 წელს ზემოთ ადამიანები;
· ჭარბი წონის მქონე ადამიანები;
· ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;
· სპორტსმენები;
· სახსრების თანდაყოლილი დეფექტის მქონე ადამიანები;
· მძიმე ფიზიკური შრომის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმის გასაჯანსაღებელი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;
· სხეულის ნორმალური წონის ქონა;
· ერთი და იგივე პოზაში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;
· სიმძმის აწევის შეზღუდვა;
· მოსახერხებელი ფეხსაცმლის ტარება, რომლის ქუსლი არ აღემატება 3სმ-ს;
· ელასტიური ფიქსატორების ტარება;