ორქიტი

ორქიტი

 

ორქიტი  – სათესლის ანთება.

 

მიზეზები

·         შარდსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;

·         ტრავმები, რომლებიც აზიანებს გარსის მთლიანობას.

 

სიმპტომები

·         სხეულის ტემპერატურის აწევა, მწვავე ტკივილი საკვერცხეში;

·         ტკივილი შეიძლება გადადიოდეს წელის არეში;

·         დაავადებული საკვერცხე იზრდება ზომაში;

·         რთულ ფორმებს ემატება ციება და თავის ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

·         ურეტრას გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა;

·         სისხლის და შარდის ანალიზი;

·         შარდისა და ურეტრას გამონადენის დათესვა ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დასადგენად;

·         სკროტუმის ულტრა-ბგერით გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკოთერაპიას;  

·         გამოკვეთლი მწვავე ტკივილისას გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         თუ ფიქსირდება ჩირქოვანი პროცესი, რეკომენდირებულია საკვერცხის ქირურგიული დრენირება;

·         ქსოვილების ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ორგანო შეიძლება იქნეს მოკვეთილი.

საჭიროა უროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს დაავადების მკურნალობის სწორ მეთოდს.

 

საშიშროება

·         მამაკაცის სეკრეტორული უნაყოფობა;

·         სათესლის აბსცესი;

·         ატროფია;

·         მიმდებარე ორგანოების ანთბითი პროცესი.

 

რისკის ჯგუფი

მამაკაცები, რომლებსაც აწუხებთ შარდსასქესო ორგანოების დაავადებები.

 

პროფილაქტიკა

·         ჰიგიენის დაცვა;

·         ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.

 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.