ნევროზი
ნევროზი – გარკვეული ნევრო-ფსიქიკური აშლილობის ჯგუფი, რომელიც აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
გამოყოფენ ნევროზის შემდეგ ტიპებს:
· ნევრასტენია;
· ისტერია;
· აკვიატებული მდგომარეობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· გონებრივი ან ფიზიკური გადაღლა;
· ნერვული სისტემის მოშლა;
· სწრაფი დაღლისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება;
· ნარკოტიკების და ალკოჰოლის გამოყენება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ემოციური დაძაბულობა;
· ქრონიკული დაღლა;
· ხმაურისა და სინათლისადმი ზემდეტი ემოციური დამოკიდებულება;
· კომპლექსები, დაბალი ან გადაჭარბებული თვითშეფასება;
· ხასიათის სწრაფი ცვალებადობა;
· ხშირი ტირილი;
· გაღიზიანება.
სომატიკური სიმპტომები:
· თავის ტკივილი;
· ხელების კანკალი;
· თავბრუს ხვევა, თვალების დაბნელება;
· პოტენციის დაქვეითება;
· მადის დაკარგვა;
· ძილის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
ექიმი-ნევროლოგი ატარებს პაციენტის სრულ დათვალიერებას და ნერვული დაავადებების გამოკვლევისთვის საჭირო ყველა პროცედურას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
· ვიტამინები;
· ფსიქოთერაპია.
· ანტიდეპრესანტები;
· ტრანკვილიზატორები (აუცილებლობის შემთხვევაში).
საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· შრომისუნარიანობის დარღვევა;
· ასოციალური ქცევა;
· დეპრესია;
· პანიკა;
· ფობია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
· ფსიქიკის კონტროლისა და მოსადუნებელი ვარჯიშების შესრულება.