ნევრასტენია
ნევრასტენია - წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რასაც ახლავს აქტიური აღგზნება, გაღიზიანება, მოთენთილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ინტოქსიკაცია;
· ვიტამინების უკმარისობა;
· ორგანიზმის იმუნური დაცვის დარღვევა;
· სიმსივნური პროცესები;
· შაქრიანი დიაბეტი;
· შეუსაბამო ფსიქიკური შესაძლებლობები;
· გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
· ქრონიკული დაღლილობა;
· დეპრესია.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:
· ჰიპერსტენიული;
· გამაღიზიანებელი სისუტე;
· ჰიპოსტენიური.
ნევრასტენიის ფორმები პაციენტის მიხედვით:
· ნევრასტენია ქალებში;
· ნევრასტენია მამაკაცებში;
· ნევრასტენია ბავშვებში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· უძილობა;
· შაკიკი;
· უღონობა;
· სუსტი მეხსიერება;
· დისკომფორტი;
· ნათელ შუქზე ემოციური რეაქცია;
· გულის რითმის აჩქარება;
· ლიბიდოს დაქვეითება;
· ნაწლავების მგრძნობელობის გაზრდა;
· იმპოტენცია მამაკაცებში;
· არტერიული წნევის აწევა;
· კეფისა და ზურგის არეში ჩხვლეტის შეგრძნება;
· თავბრუსხვევა;
· კანის საფარის ტკივილი;
· ტკივილი კეხის არეში;
· ყურებში ხმაური და ბჟუილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ფსიქოთერაპევტის მიერ პაციენტის დათვალიერება;
· ასევე ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიომკურნალობას;
· რეფლექსოთერაპიას;
· მასაჟს;
· დიეტას;
· ბისტიმულატორების, ნეიროტროპული პრეპარატების და ანტიდეპრესანტების მიღებას;
· ჰიპნოზს;
· ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს;
· აუტოგენურ ვარჯიშებს;
· სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დეპრესია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დღის რეჟიმის დაცვა;
· სრულფასოვანი ძილი;
· დასვენება;
· ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;
· ვიტამინების მიღება;
· იმუნიტეტის გაძლიერება.