ნეიროსიფილისი
ნეიროსიფილისი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადება, რაც გამოწვეულია მასში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევით.
ნეიროსიფილისის სახეობები
· ლატენტური ნეიროსიფილისი;
· ადრეული ნეიროსიფილისი;
· გვიანი ნეიროსიფილისი.
მიზეზები
ერთად-ერთი მიზეზი არის ორგანიზმში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ძლიერი თავის ტკივილი;
· თავბრუსხვევა;
· გულის რევა, ღებინება;
· ხმაური ყურებში;
· ქალასშიდა წნევის აწევა;
· იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;
· ქვედა კიდურების მგრძნობელობის დარღვევა;
· ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;
· რადიკულიტი გამოკვეთილი ტკივილით;
· ფეხებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა;
· ეპილეპტიკური შეტევა;
· პარალიჩი;
· სმენის დაქვეითება;
· მხედველობითი ნერვების ატროფია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სრული ნევროლოგიური გამოკვლევა;
· ლუმბალური პუნქცია;
· სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა;
· ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პენიცილინის შეყვანას ვენაში;
· ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;
· კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· თრომბოზი;
· გონებასუსტობა;
· ქვედა პარაპარეზი.
გართულებების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სიფილისის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
· პროფილაქტიკური ზომების მიღება სიფილისის თავიდან ასაცილებლად.