ნეიროდერმიტი
ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატოზი) – კანის ანთბითი დაავადება, რომელსაც აქვს ნერვულ-ალერგიული ხასიათი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:
· შეზღუდული;
· დიფუზური;
· ხაზოვანი;
· ფოლიკულური;
· ჰიპერტროფული;
· ფსორიაზული.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
· ხშირი სტრესი და დეპრესია;
· ნერვული სისტემის მოშლა;
· ორგანიზმისთვის მავნე პირობებში მუშაობა;
· ორგანიზმში მიმდინარე ანთბითი პროცესები;
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მკრთალი ვარდისფერი პაპულები;
· ძლიერი ქავილი და კანის გაუხეშება;
· კანის დანაპრალება;
· პიგმენტაციის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დადგენისთვის საჭიროა:
· ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება;
· იმუნობიოლოგიური გამოკვლევა;
· სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სედატიურ მედიკამენტებს;
· სპეციალიზირებულ საცხებს და მალამოებს;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
დიეტა
დაავდების მკურნალობისას საჭიროა ნახშირწყლებისა და მარილების მიღების შეზღუდვა. ასევე რაციონიდან საჭიროა შებოლილი, ტკბილეული და მძიმე საკვების ამოღება.
საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· დაზიანებული კანის ნაწილიდან შესაძლებელია სისხლის მოწამვლა;
· შეიძლება განვითარდეს ეკზემას ჰერპესული ფორმა;
· შესაძლოა განვითარდეს ატოფიური კატარაქტა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;
· ჩვილობის ასაკში დიათეზის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ხშირი ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური დიეტის დაცვა;
· ნეიროდერმიტის მაპროვოცირებელი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.