ნაწლავის დისბაქტერიოზი ზრდასრულებში

ნაწლავის დისბაქტერიოზი ზრდასრულებში

 

ნაწლავის დისბაქტერიოზი სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმების ურთიერთქმედების დარღვევა ნაწლავში და შეედგად სასარგებლო ნაწილის უკმარისობა.

 

მიზეზები

დაავადების მიზეზებია:

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ანაციდური გასტრიტი და სხვა);

·         ინფექციები და პარაზიტები;

·         მრს (მწვავე რესპირატორული სინდრომი);

·         ალერგია;

·         არაჯანსაღი კვება;

·         სტრესი;

·         ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ჰისტამინობლოკატორების, იმუნოდეპრესანტების, ტუბერკულოსტატიკების, ანტაციდების, მოსადუნებელი პრეპარატების, ჰორმონების შემცველების და ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;

·         ქიმიო და სხივური თერაპია;

·         იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

 

სიმპტომები

·         მადის დაკარგვა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         ცუდი გემო პირში;

·         მეტეორიზმი;

·         ტკივილი მუცელში;

·         კუჭის მოქმედების დარღვევა (შეკრულობისა და ფაღარათის მონაცვლეობა);

·         ლორწოვანის და კანის სიმშრალე;

·         ალერგიული გამონაყარი;

·         სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდი ძილი.

ბავშვებში აღნიშნულ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული სიმპტომები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ხდება კალას ანალიზი.

 

მკურნალობა

მნიშვნელოვანია არამარტო საჭირო მიკროორგანიზმების შემცველი საკვების გამოყენება, არამედ დისბალანსის მიზეზის აღმოფხვრა - ასეთ სიტუაციაში საჭიროა ასევე იმ დაავადების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ დისბაქტერიოზს. დაავადების მკურნალობა ხდება 3 ეტაპად:

·         მავნე მიკროორგანიზმების და საჭმლის მონელებისას წარმოქმნილი შხამების მოცილება;

·         მიკროფლორის სპეციალური პრეპარატებით აღდგენა, რომლებიც შეიცავენ ცოცხალ კულტურებს და მათი ცხოველუნარიანობისთვის საჭირო პროდუქტებს;

·         ბალანსისთვის საჭირო სიტუაციის ხელშეწყობას.

 

დიეტა

დისბაქტერიოზის დროს პაციენტს ენიშნება დიეტა, რომელშიც შედის:

·         მოხარშული ბოსტნეული;

·         უცხიმო ხორცი, თევზი და კვერცხი;

·         ფაფები, პური;

·         რძემჟავა პროდუქტები;

·         მცენარეული ზეთი;

·         ჩაი, კისელი, მოცვი.

თუ დაავადებას ახლავს დიარეა, საკვებში უნდა შედიოდეს მოხარხუში და გახეხილი ბოსტნეული.

 

საშიშროება

ნაწლავის კედელი ხელმისაწვდომი ხდება ალერგენებისა და ტოქსინებისთვის, უარესდება ღვიძლის მუშაობა, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა. ხდება ნაკლები ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა. ნაწლავის დისბაქტერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს: ალერგია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება; კარიესი; დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადება; მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

რისკის ჯგუფი

ყველაზე ხშირად დაავადება გვხვდება:

·         დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში;

·         არარაციონალური კვების მქონე ბავშვებსა და დიდებში;

·         ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში;

·         ანტიბიოტიკების მომხმარებლებში;

·         ნარკოდამოკიდებულებში, მწველებსა და ალკოჰოლიკებში.

 

პროფილაქტიკა

რაციონალური დიეტა და მედიკამენტების მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენება.

 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.