ნაწლავის დისბაქტერიოზი ბავშვებში

ნაწლავის დისბაქტერიოზი ბავშვებში

 ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ნაწლავის დისბაქტერიოზი. ამასთან ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური ბალანსი, რაც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის. მცირდება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა და იზრდება პათოგენური მიკროორგანიზმების რიცხვი.

 

მიზეზები

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია არარაციონალური მედიკამენტოზური თერაპია. ეს განსაკუთრებით ეხება ანტიბაქტერიულ მკურნალობას. თუმცა მიკროფლორის დისბალანსი შეიძლება გაჩნდეს სხვა დაავადებების არსებობისას, ასევე იმუნიტეტის დამასუსტებელი ისეთი ფაქტორებისას, როგორებიც არის:

·         დამწვრობა;

·         მძიმე ოპერაციები;

·         იონიზირებული დასხივების გაზრდილი ზემოქმედება;

·         ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესება;

·         ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა ან დედის დაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თხელი კალა, ან ფაღარათი;

·         მოუნელებელი საკვების ნარჩენები ან სისხლის ნარევი კალაში.

მეძუძურ ბავშვებში პათოლოგია ვლინდება შემდეგი სახით:

·         ღებინება, რეგურგიტაცია (კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება საყლაპავი მილისკენ);

·         მუცლის ტკივილი და შებერილობა;

·         თხელი, ფაფისმაგვარი კალა;

·         წონაში ძალიან ნელი მატება.

ამ დაავადების მქონე ბავშვები ნელა იზრდებიან და ცოტას იმატებენ წონაში, მათ შეიძლება აწუხებდეთ რაქიტი ან ანემია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის გამოკვლევები:

·         კალას ანალიზი, მათ შორის ბიოქიმიური გამოკვლევა;

·         ნაწლავის შიგთავსის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

·         თორმეტგოჯა ნაწლავის ეზოფაგოგასტროსკოპია და ლორწოვანი გარსის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;

·         სწორი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დისბაქტერიოზის მკურნალობა იწყება მისი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრით. მიკროფლორის შემადგენლობის ნორმალიზაციისთვის გამოიყენება პრებიოტიკები და პრობიოტიკები. მთლიანობაში მკურნალობა ჰგავს ზრდასრულებში მკურნალობის მეთოდს.

 

დიეტა

დიეტის დანიშვნა ხდება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ირკვევა როგორია კუჭის წვენის მდგომარეობა, საჭმლის მონელების დარღვევა, სად არის ლოკალიზებული პათოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.

 

საშიშროება

საშიშროება მდგომარეობს წაყლ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაში, ჩვილის ორგანიზმის გამოფიტვაში ხანგრძლივი ფაღარათის დროს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან ჩვილები, რომლებსაც აქვთ:

·         სამშობიარო ტრავმები;

·         ჭიებით დასნეულება;

·         ხელოვნური კვება;

·         კოლიტი, ენტერიტი;

·         ინფექციური დაავადებები (დიზინტერია, ტიფი).

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა მდგომარეობს ჩვილის კვების რეჟიმის დაცვასა და რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიაში.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.