ნასიცხი

ნასიცხი

ნასიცხი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჩვილ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობით. დაავადება აღენიშნებათ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს.

ნასიცხის ლოკალიზაციის ადგილები ყველაზე ხშირად არის:

·         კანის ნაკეცები;

·         მუხლებისა და იდაყვების მოსახარი;

·         სინთეტიკური ქსოვილის შეხების ადგილები.

 

მიზეზები

დაავადების განვითარების მიზეზებია:

·         ტანსაცმლის მიერ კანის მექანიკური გაღიზიანება;

·         ქიმიურ ნივთიერებაზე რეაქცია;

·         კანის ბაქტერიებით დაინფიცირება;

·         კანის გადახურება;

·         მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ოფლიანობა.

 

სიმპტომები

დაავდებას ახასიათებს:

·         კანის ლოკალური გაწითლება;

·         გაწითლებულ ადგილებში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

·         გაღიზიანებულ ადგილებში წარმოიშობა წყლულები, რომლებიც სკდება თავისით და გამოიყოფა სითხე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის საერთო დათვალიერება.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კანის გაღიზიანების საწინააღმდეგო მალამოებს;

·         ანტიბაქტერიული მალამოების გამოყენებას;

·         ანტისეპტიკური პრეპარატების გამოყენებას.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის გარეშე კანზე შესაძლოა განვითარდეს წყლულები და ჩირქოვანი კერები.

 

რისკის ჯგუფი

·         1 წლამდე ასაკის ბავშვები;

·         ჭარბწონიანი ადამიანები;

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ნატურალური ქსოვილის სამოსის ტარება;

·         ჭარბი ოფლიანობისას ტალკის გამოყენება;

·         კანის გადახურებისგან თავის დაცვა;

·         ღია ცის ქვეშ მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;

·         სამუშაო და საცხოვრებელ ადგილას კომფორტული, გრილი ტემპერატურის რეგულირება;

·         ჰიგიენის დაცვა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.