ნარკომანია

ნარკომანია

ნარკომანია ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენიებისკენ მიდრეკილებით.

გამოიყოფა ნარკომანიის შემდეგი სტადიები:

·         პირველი სტადიაფსიქიკური დამოკიდებულება;

·         მეორე სტადიაფიზიკური დამოკიდებულება;

·         მესამე სტადია ფსიქიკური პათოლოგიების განვითარება.

 

მიზეზები

·         სხვა ადამიანების მხრიდან ყურადღების ნაკლებობის და სიმარტოვის განცდა;

·         ცნობიერების გაფართოვების მცდელობა;

·         ცუდი გარემოცვის ზეგავლენა;

·         საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, თავისუფალი ნების არ ქონა;

·         ხშირი დეპრესია.

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         კანის სიფერმკრთალე;

·         თვალის გუგების ცლილება (გადიდება ან დაპატარავება);

·         თვალების ჩაწითლება, დაბინდვა;

·         მეტყველების დარღვევა;

·         მადის დაკარგვა და სწრაფად გახდომა;

·         მუდმივი ხველა;

·         მოძრაობის ცუდი კოორდინაცია;

·         არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.

·         უმიზეზო აღგზნებულობა, ან მოთენთილობა;

·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;

·         ყველაფრის მიმართ გულგრილობა;

·         მეხსიერების და ყურადღების გაფანტვა;

·         კონცენტრაციის შეუძლებლობა;

·         უძილობა ან გაზრდილი ძილიანობა;

·         ხასიათის სწრაფი ცვლა;

·         გაზრდილი დაღლილობა;

·         ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის არქონა;

·         მოუწესრიგებლობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას. დამატებით შეიძლება დაინიშნოს შარდის საერთო ანალიზი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კოდირებას;

·         ფსიქოთერაპიას;

·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიას;

·         ჰიპნოზს;

·         სადეზინტოკსიკაციო თერაპია;

·         ანტიდეპრესანტები.

 

საშიშროება

ნარკომანია განკურნდებადია, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:

·         თრომბოფლებიტი;

·         შიდსი;

·         სეპსისი;

·         აბსცესი;

·         ფლეგმონა;

·         ვენერიული დაავადებები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მშობლებმა მუდმივად გააკოტროლონ ბავშვების ცხოვრების წესი და ესაუბრონ მათ;

·         დაავადების დროული დიაგნოსტირება და ფარმაკო-თერაპიის ჩატარება;

·         რეციდივებისა და რემისიების განვითარების დროული შეწყვეტა;

·         განკურნებული პაციენტების სოციალური რეაბილიტაცია.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.