ნარკოლეპსია
ნარკოლეპსია – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· ჰორმონალური დისბალანსი;
· თავის ტვინის ტრავმები და ინფექციები;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· აუტოიმუნური დაავადებები;
· გადაღლა;
· ფსიქოლოგიური ტრავმები;
· ფეხმძიმობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძილიანობა;
· მცირეხნიანი ჩაძინება ნებისმიერ დროს და ადგილას;
· მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
· მეხსიერების დაქვეითება;
· კონცენტრაციის დაქვეითება;
· კუნთების ტონუსის მოულოდნელი დაკარგვა;
· ჰალუცინაციის განვითარება;
· ძილის პარალიჩი;
· კუნთების კანკალი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· პოლისომნოგრაფია;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· ძილისადმი ლატენტურობის მრავლობითი ტესტირება;
· ელექტროენცეფალოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მასტიმულირებელი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ დღისით ძილიანობას;
· ანტიდეპრესანტები;
· ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმების რისკი, პაციენტმა შეიძლება ჩაიძინოს ნებისმიერ მდგომარეობაში. დაავადებულებისთვის აკრძალულია ტრანსპორტთან, ცეცხლთან და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· გენეტიკური მიდეკილების მქონე პირები ;
· ფეხმძიმე ქალები;
· თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ღამის ძილის რეჟიმის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
· ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავება;
· ყავის, მაგარი ჩაის და მძიმე საკვების მიღება;
· ძილის ხარისხზე გავლენის მქონე პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა;
· ძილის დარღვევის დროული მკურნალობა.