მხარის პერიართროზი
მხარის პერიართროზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მხარის მიმდებარე ქსოვილების ანთებითი პროცესი.
მიზეზები
· მოტეხილობები;
· მხარზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
· შინაგანი ორგანოების დაავადებები;
· ქალებში სარძევე ჯირკვლის ოპერაციები;
· ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადებები;
· ნივთიერებათა ცვლის დამრღვევი დაავადებები;
· პერიფერიული სახსრების დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მხარის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით;
· ხელის გვერდით ან ზურგისკენ მოძრაობის დროს ტკივილი;
· ზურგის სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;
· მხარის შესიება;
· დაზიანებული ხელის დამოკლება;
· ტემპერატურის აწევა 37,5-მდე;
· ხელის თითებში გრძნობის დაკარგვა;
· თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· მხრის სახსრის რენტგენს;
· მხრის სახსრის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მხრის სახსრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· მხრის სახსრის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ართროგრამას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ნოვოკაინის ბლოკადებს;
· ფიზიოთერაპევტუპ პროცედურებს;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· მხრის გათბობას;
· ბალახეულის კომპრესებს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობას თან სდევს შემდეგი სახის გართულებები:
· მხრის სახსრის კაფსულიტი;
· მხრის სახსრის გარშემო ქსოვილების კალციფიკაცია.
რისკის ჯგუფი
· 40 წელს ზემოთ მამაკაცები;
· სპორტსმენები;
· კისრის ოსტეოქონდროზით დაავადებულები;
· ქალები, ვისაც გადატანილი აქვთ სარძევე ჯირკვლის ოპერაცია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კისრის ოსტეოქონდროზის დროული მკურნალობა;
· მხარზე დატვირთვის გაკონტროლება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· მხრის კომპლექსის გასამაგრებელი ვარჯიშის შესრუელბა.