მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – ეს არის გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მსხვილი ნაწლავის კედლის (დივერტიკულის) ანთება. ზოგჯერ ამ დაავადებამ შეიძლება მთელი ცხოვრება არ შეაწუხოს ადამიანი და მისი გამოვლენა მოხდეს მხოლოდ რენტგენოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ. თუმცა, თუ წარმონაქმნები ღიზიანდება და იწყება ანთებითი პროცესი, ეს მდგომარეობა არის აშკარა დივერტიკულოზი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ნაწლავის კუნთოვანი კედლის დისტროფიული დარღვევა;
· ნაწლავის კუნთოვანი კედლის მოტორიკის დარღვევა;
· მოხუცებში დეგენერატიული პროფესები;
· შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე;
· მექანიკური დაზიანებები;
· ნაწლავში ქრონიკული წნევა (მაგალითად ფაღარათის დროს);
· ფეხმძიმობა და მშობიარობა;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· მწვავე ტკივილი მუცლის არეში;
· კუჭის მოქმედების დარღვევა;
· მუცლის პალპაციის დროს ტკივილი;
· ფაღარათი;
· დიარეა;
· სისხლის გამოყოფა კალასთან ერთად;
· მდჯომარე მდგომარეობისას დისკომფორტის განცდა;
· ორგანიზმის საერთო სისუსტე;
· პალპირებადი შესიებული წარმონაქმნები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა საჭიროებს შემდეგ პროცედურებს:
· გასტროენტეროლოგის მიერ დათვალიერება;
· სისხლის ანალიზი;
· კალას ანალიზი;
· მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ;
· მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიული დათვალიერება;
· ირიგოსკოპია (კონტრასტული ნივთიერებით შევსებული ნაწლავის რენტგენი);
· კოლონოსკოპია (ყურმილით გამოკვლევა, რომელიც პაციენტს უკეთდება ანუსის ხვრელში).
როგორც წესი, დიაგნოსტიკური გამოკვლევები დივერკულოზის დროს მტკივნეულია. მაგრამ მათ გარეშე სპეციალისტს არ შეუძლია სრულფასოვანი დიაგნოსტიკის ჩატარება და პაციენტის მდგომარეობის ობიექტურად შეფასება.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· კუჭის მოქმედების რეგულირება, რისთვისაც ინიშნება სპეციალური დიეტა, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესის მოხსნას დივერტიკულოზის მწვავე ფორმის დროს;
· ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება;
· ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღება;
· ბაქტერიული პრეპარატების მიღება;
· ქირურგიული ჩარევა.
გასტროენდოკრინოლოგი ახდენს პაციენტის კვების კორექტირებას დაავადების დადგენის შემთხვევაში. ინიშნება სპეციალური მენიუ, რომელიც მდიდარია მოხარშული საკვებით, გამორიცხავს ცხარე, მლაშე, მძიმე მოსანელებელ საკვებს. მისაღებია ბოსტნეული, პური, სითხე, ხილი.
საშიშროება
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები ავთვისებიანი სიმსივნეების ჩათვლით, საბოლოოდ კი შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს. თუმცა დროული და სრულფასოვანი მკურნალობის შედეგად ანთების ჩაცხრობა შესაძლებელი ხდება და ადამიანი აღარ განიცდის დისკომფორტს.
დაავადების ყველაზე გავრცელებული გართულებებია ნაწლავის სისხლდენა და გაუვალობა. ხშირია ასევე მუცლის ღრუს ჩირქოვანი ანთება (პერიტონიტი), რაც გამოწვეულია ნაწლავის კედლის დათხელებით.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ჯანსაღი და რეგულარული კვება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია ბოჭკოებით;
· საკვებ დანამატებზე უარის თქმა;
· ცხოვრების ჯანსაღი წესი;
· პროფესიონალი გასტროენდოკრინოლოგის ხშირი კნსულტაცია.