მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) გულის იშემიური დაავადების მწვავე ფორმა, რომლის დროსაც ირღვევა სისიხლის მიმოქცევა და გულის კუნთამდე სისხლი ვერ მიდის. ამ სიტუაციის 15 წუთზე მეტხანს გაგრძელება იწვევს გულის კუნთის კვდომას. მკვდარი უჯრედების მქონე გულის კუნთის ნაწილს ეწოდება მიოკარდიუმის ინფარქტი.

ნეკროზული ზონა არის ფართე ან მცირე ზომის. ნეკროზული ზონის მდებარეობიდან გამომდინარე გამოიყოფა: წინა მიოკარდიუმის ინფარქტი, გვერდითი და პარკუჭთაშუა.

60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ხუთჯერ მეტად უდგინდებათ აღნიშნული დაავადება, ვიდრე ქალებს, რადგან მამაკაცებში ათეროსკლეროზი გაცილებით უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება, რაც შემდეგ იწვევს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         გულის იშემიური დაავადება;

·         დიაბეტი და ჰიპერტენზია;

·         გაცხიმოვნება;

·         ძლიერი სტრესი;

·         მოწევა და ალკოჰოლი.

 

სიმპტომები

·         თავიდან კლასიკური სტენოკარდიის სიმპტომები;

·         შემდეგ გულის ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება სხეულის მარცხენა მხარის სხვა ნაწილშიც;

·         სიფერმკრთალე და ცივი ოფლი;

·         არითმია.

წარმოქმნილი ნეკროზი იწვევს წნევის დაცემას, ციებ-ცხელებას, შეშუპებას.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტირება ხდება სისხლის ანალიზით, კორონოგრაფიით, ელექტროკარდიოგრამით.

 

მკურნალობა

მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის გაჩენისთანავე ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და კომპლექსური რეანიმაციული ზომების მიღება. აუცილებელ პირობას წარმოადგენს პაციენტის ფსიქო-ემოციონალური სიმშვიდის უზრუნველყოფა.

ტკივილების მოხსნა ხდება ნარკოტიკული ანალგეტიკებით. საჭიროა გამოირიციხოს გულის არითმია და უკმარისობა, ასევე სიკვდილის გამომწვევი კარდიოგენური შოკი.

თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, პირველი მწვავე ფაზის გავლიდან 24 საათის შემდეგ კეთდება კორონარული ანგიოპლასტიკა (არტერიის გაზრდა). რეაბილიტაციის პერიოდი და პროგრამა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე. ამ დროს ხდება აღდგენითი თერაპიის ჩატარება, მსუბუქი კვება, ფიზიკური დატვირთვები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

საშიშროება

·         ფილტვების შეშუპება;

·         კარდიოგენური შოკი;

·         სიკვდილი (დაავადების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენს 35%-ს)

 

პროფილაქტიკა

·         ქრონიკული სისტემური დაავადებების კონტროლი;

·         წონის სტაბილიზაცია;

·         ალკოჰოლისა და სიგარეტის გამორიცხვა;

·         დაძაბულობის მოხსნა (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური).

 

რისკის ჯგუფი

·         დიაბეტიკები და ჰიპერტონიკები;

·         გულის იშემიური დაავადებისა და სტენოკარდიის მქონე პირები;

·         ჭარბწონიანები;

·         ალკოჰოლიკები და მწეველები.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.