მიკოზი
მიკოზი – ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული სოკოს დაავადებით. მიკოზი აზიანებს კანს, თმას, ლორწოვან გარსს, შინაგან ორგანოებს.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი;
· კანის დაზიანებული საფარიდან ორგანიზმში სოკოს მოხვედრა;
· დაინფიცირებულის მიერ გამოყენებული ნივთების, ტანსაცმლის მოხმარება;
· ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება;
· შაქრიანი დიაბეტი, შიდსი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
· ფეხებზე ცუდი სუნის გაჩენა;
· კანზე ბუშტუკების, ნაპრალების, პაპულების გაჩენა;
· კანის დაზიანებული ნაწილის გაწითლება ან გაუფერულება, რასაც ახლავს ძლიერი ქავილი;
· თითებს შორის კანის დახეთქვა;
· კანის გაუხეშება;
· ფრჩხილების დათხელება და მტვრევადობა;
· თმის სიმშრალე, მტვრევადობა და ცვენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· დაზიანებული კანის საფარის გამოკვლევა;
· კანის, თმის, ფრჩხილის საფარის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
· კანის საფარის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· გულმკერდის რენტგენი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· კორტიკოსტეროიდებს;
· ციტოსტატიკურ პრეპარატებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ქირურგიულ ჩარევას.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:
· მეორადი ალერგიული დაავადებები;
· ანთებითი პროცესები;
· ლიმფოსტაზი.
რისკის ჯგუფი
· დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
· ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანები;
· აუზებზე, საუნებში და საზოგადოებრივი გამოყენების სხვა ადგილებში ხშირად მოსიარულეები;
· ჭარბი ტენიანობის მქონე კლიმატში მცხოვრები ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· საერთო საშხაპეებსა და აბაზანებში ჩუსტების გამოყენება;
· ვიტამინებით მდიდარი დაბალანსებული კვების რაციონი.