მიალგია
მიალგია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთების ტკივილი.
გამოიყოფა მიალგიის შემდეგი სახეობები:
· ფიბრომიალგია;
· მიოზიტი;
· პოლიმიოზიტი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ტრავმები, გაწელვა;
· კუნთების ქსოვილების ანთება;
· კუნთების ქსოვილებში სტაგნაცია;
· ინფექციური დაავადებები;
· ხშირი სტრესი;
· ძლიერი გადაციება;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· კუნთის ქსოვილების იშემია;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· კუნთების ძლიერი ტკივილი;
· ძვლებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, რომელიც მძაფრდება პალპაციის დროს;
· ხელებისა და ფეხების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას;
· კუნთების სისუსტე;
· კუნთების კრუნჩხვები;
· თავის ტკივილი;
· გულის რევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ტარდება:
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· რენტგენოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
· ნემსებით ჩხვლეტას;
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და გასაუმტკივარებელ საშუალებებს;
· ვაკუუმ-თერაპიას;
· ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად გამაღიზიანებელ და გამათბობელ მალამოებს;
· ლიმფოდრენაჟს;
· В ჯგუფის ვიტამინებს;
· აკუპრესურას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· პროლაპსი;
· პროტრუზია;
· მალათშორისი დისკების თიაქარი;
· ოსტეოქონდროზი;
· რადიკულიტი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროული მკურნალობა.