მეტეორიზმი
მეტეორიზმი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებში და კუჭში. შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ატარებდეს მუდმივ ხასიათს, რაც ადასტურებს, რომ ორგნიზმში ადგილი აქვს ქრონიკულ დაავადებებს.
მიზეზები
მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზებია:
· საჭმლის მონელების დაღვევა;
· კვების დარღვევა;
· ჭარბი რაოდენობით გაზიანი სასმელის მიღება;
· საჭმლის სწრაფად ყლაპვა და დიდი ყლუპებით წყლის სმა;
· მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა;
· ჭამის დროს საუბარი;
· ზოგიერთი პროდუქტის რთულად მონელება;
· ხშირი შეკრულობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მუცლის გადიდება ნაწლავის შებერილობის გამო;
· დისკომფორტი და მჭრელი ტკივილი მუცლის არეში;
· დაგროვილი გაზების ჭარბი გამოყოფა;
· «ბუყბუყი» მუცლის არეში;
· პირში ცუდი სუნი;
· ბოყინი;
· გულძმარვა;
· გულის რევა.
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
· გულის არეში წვა;
· გულის რითმის დარღვევა;
· მოთენთილობა.
მეტეორიზმი შეიძლება იყოს ისეთი საშიში დაავადებების სიმპტომი, როგორიცაა: პანკრეატიტი, ქრონიკული კოლიტი, ნაწლავის დისბაქტერიოზი, ნაწლავის გაუვალობა, კუჭის პარეზი.
დიაგნოსტიკა
მეტეორიზმის მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროენტეროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· სისხლის, შარდის, კალას საერთო ანალიზი;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ჰიბროგასტროდუოდენოსკოპია;
· კოლონოსკოპია;
· ნაწლავის შიგთავსის ბაქტერიოლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სპაზმოლიტიკებს;
· გაზების გამომუშავების ხელისშემშლელ პრეპარატებს;
· გაზებისგან გამათავისუფლებელ პრეპარატებს;
· გამწმენდ ოყნებს.
დიეტა
მეტეორიზმის განსაკურნებლად საჭიროა შემდეგი პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება:
· პარკოსნები;
· კომბოსტოს სახეობები;
· ატამი, მსხალი, ვაშლი;
· ბურღულეული ნაწარმი;
· გაზიანი სასმელები;
· რძე და რძის პროდუქტები;
· ტკბილეული.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ზემოთ მოყვანილი დიეტის დაცვა.