მენსტრუალური ციკლის დარღვევა
ნორმალურ მენსტრუალურ ციკლად ითვლება ციკლი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 28-35 დღეს. უფრო ხანგრძლივი პერიოდი უკვე ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.
დარღვევა იყოფა სამ ტიპად:
· ამენორეა და ჰიპომენსტრუალური სინდრომი;
· მენსტრუალური ციკლილის დარღვევა ჭარბი სისხლდენით;
· ტკივილიანი მენსტრუაცია.
მიზეზები
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს:
· მცირე თეძოს ორგანოების ინფექცია;
· ჰორმონალური დარღვევები;
· ძლიერი ემოციური განცდები;
· რიგი ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება;
· ბავშვობაში გადატანილი ხშირი გაციება;
· ბავშვობაში გადატანილი ინფექციური დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შეკვეცა;
· გამოყოფილი სისხლის მოცულობის შემცირება;
· ციკლის რეგულარობის დარღვევა;
· მენსტრუაციის დროს უწყვეტი ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· მცირე თეძოს ორგანოების და სხვა შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· სისხლისა და შარდის ანალიზი;
· სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების გამოკვლევა;
· საშვილოსნოს შიდა ნაწილის გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მცენარეულ ექსტრაქტზე დამზადებულ პრეპარატებს;
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· ვიტამინებს;
· ფიზიოთერაპიას.
საშიშროება
აღნიშნული პრობლემის უყურადღებოდ დატოვება იწვევს ისეთი სახის გართულებების განვითარებას, როგორიცაა:
· საშვილოსნოს ანთებით პროცესი;
· ცისტიტი;
· საშვილოსნოში და საკვერცხეებში ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა;
· უნაყოფობას.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ემოციური ტრავმებისგან თავის დაცვა;
· ფიზიკური დატვირთვების გაკონტროლება;
· სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნება;
· რაც შეიძლება მეტი ვიტამინის ჩართვა რციონში;
· წელიწადში ორჯერ ფიზიოთერაპიული პროფილაქტიკის ჩატარება, რომლითაც რეგულირდება ჰორმონალური ფონი.