მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია

მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია

მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია დაავადება, რომელსაც ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა. ზრდასრულებში გვხვდება იშვიათად, რადგან არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში.

გამოიყოფა დარღვევის შემდეგი ფორმები:

·         I ხარისხისბარძაყის სახსრის განვითარების დარღვევა მისი ძვლის შერევის გარეშე;

·         II ხარისხის ბარძაყის ძვლის მცირედი შერევა;

·         III ხარისხისბარძაყის ძვლის სრული შერევა.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         მჯდომიარე ნაყოფი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის ნაყოფი, წყლის სიმცირე;

·         ფეხმძიმობის დროს ჰორმონალური დარღვევები;

·         ფეხმძიმე ქალის გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა);

·         სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;

·         ცუდი ეკოლოგიური გარემო;

·         აუცილებელი მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ბავშვის ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა;

·         მენჯის კანზე ჩნდება დამატებითი ნაკეცი;

·         დუნდულების ნაკეცები განლაგებულია ასიმეტრიულად;

·         განზე გაშლისას ფეხების ასიმეტრია;

·         ფეხების მოხრისას სახსრებში ისმის ტკაცუნი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         სახსრების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მედიკამენტებს;

·         მასაჟებს;

·         სამკურნალო ფიზკულტურას;

·         ფიზიოთერაპევტულ პროცეურებს;

·         სპეციალურ სახვევებს;

·         ქირურგიულ ჩარევას (სახსრის ადგილას პროთეზის ჩასმა).

კონსერვატიული მკრუნალობა შედეგიანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:

·         თეძოს ამოვარდნა;

·         კოჭლობა;

·         სქოლიოზი;

·         მენჯ-ბარძაყის სახსრის კოკსართროზი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;

·         სამშობიარო ტრავმის მქონე ბავშვები;

·         ნორმაზე ჭარბი ან მცირე წონით დაბადებული ბავშები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ბავშვების გაკოჭვაზე უარის თქმა;

·         ფეხმძიმობის პერიოდში წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ბავშვისთვის მსაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.