მენისკის კისტა

მენისკის კისტა

 

მენისკის კისტა ეს არის მუხლის სახსრის სირღმეში ჩამდგარი სითხე, რომელიც ჩნდება სახსრებზე ზედმეტი დატვირთვის შედეგად.


არსებობს მენისკის კისტოზური დაავადების რამოდენიმე დონე:

·         დონე 1: კისტა განისაზღვრება მხოლოდ ჰისტოლოგიურად;

·         დონე 2: მენისკის გარე ნაწილზე არის მცირედი ამობურცული ნაწილი, რომელიც ქრება სახსრის გაშლისას;

·         დონე 3: ლორწოვანი კისტების წარმოქმნა, არამარტო მენისკის ქსოვილებში, არამედ დამაკავშირებელ ქსოვილებშიც.

 

მიზეზები

დავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         მენისკის მიკრო და განმეორებითი ტრავმები;

·         მუხლის სახსრის ჭარბი დატვირთვა;

·         მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე ტვირთის აწევით;

·         კონსტიტუციური მიდრეკილება;

·         ქსოვილებში შეშუპების, ლიმფური და დეგენერატული გამოვლენები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მშვიდ და აქტიურ მდგომარეობაში მწვავე ტკივილი;

·         კუნთის უჯრედების კვების დარღვევა;

·         დაზიანებულ ადგილას მაღალი ტემპერატურა;

·         ფეხის მოხრის დროს ტკაცუნი;

·         სახსრის გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციები:

·         მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია;

·         ართროსკოპია;

·         თერმოპოლაროგრაფია;

·         სახსრის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         სახსრის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         სახსრის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         პუნქციის შეყვანას დაგროვილი სითხის მოსაშორებლად;

·         სახსარზე დატვირთვის შემცირებას;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ანალგეტიკების და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშნვას;

·         ენდოსკოპიურ ართროსკოპიას;

·         რეაბილიტაციას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, დეგენერატიული პროცესები გააგრძელებენ განვითარებას და შედეგად შეიძლება მოხდეს ე.წ. განგლია - კისტის გამყარება.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         სპორტსმენები;

·         ადამიანები, რომლებიც მუდმივად მძიმე შრომით არიან დაკავებული.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ორთოპედთან რეგულარული ვიზიტი;

·         მენისკის პრობლემის გაჩენისას ფიზიოპროცედურების ან მედიკამენტური თერაპიის ჩატარება;

·         ფიზიოთერაპევტის მიერ დანიშნული მასაჟი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.