მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი - წარმოადგენს რთულ ფსიქიკურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მანია და დეპრესია.
მიზეზები:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· თავის ტვინის ტრავმები ან ოპერაციები;
· თავის ტვინის დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი);
· ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა;
· თავის ტივნის რეგულატორული სისტემების შევიწროვება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დეპრესიული ფაზა – დეპრესიული აფექტი (დარდიანობა, ცუდი ხასიათი, დანაშაულის გრძნობა, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება), ფსიქიკური პროცესების შენელება, გონებრივი დარღვევები, გულის რითმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია);
· მანიაკალური ფაზა – მანიაკალური აფექტი (განწყობის ამაღლება), ბევრი საუბარი, მოძრაობითი აღგზნება, ფსიქიკური პროცესების დაჩქარება, ინტელექტუალური აღგზნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფსიქიატრი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· თავის ტვინის რენტგენოგრაფიას;
· ელექტროენცეფალოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიდეპრესანტებს;
· ანტიფსიქოტროპულ პრეპარატებს;
· ნორმოტიმიკებს;
· ნეიროლეპტიკებს;
· დამამშვიდებელ პრეპარატებს.
პარალელურად პაციენტებს ენიშნებათ ფსიქოთერაპიის კურსი.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდის მცდელობა, ინტელექტის დარღვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· თავის ტრავმებისა და თავის ტვინზე ოპერაციების გადამტანი ადმიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ექიმ-ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა;
· პრევენციული თერაპიის ჩატარება.