მალთაშუა თიაქარი

მალთაშუა თიაქარი

 

მალთაშუა თიაქარი წარმოადგენს მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას ხერხემლის არხში, რომელიც წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.

 

მიზეზები

 

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ოსტეოქონდროზი;

·         სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;

·         ხერხემლის ტრავმები;

·         რევმატიული დაავადებები;

·         თანდაყოლილი პათოლოგიები;

·         ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.

 

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

·         სიმძიმეების აწევა;

·         მკვეთრი მოძრაობები;

·         დაცემა ან დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას.

 

მალთაშუა თიაქარის სახეობები

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

·         ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;

·         გულმკერდის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;

·         ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი.

ზომების მიხედვით გამოიყოფა:

·         პატარა –2 მმ-მდე კისრის ნაწილში და 4 მმ-მდე წელის ნაწილში.

·         საშუალოშესაბამისად 4 მმ-დან 7 მმ-მდე.

·         დიდი 6 მმ-დან 9 მმ-მდე.

·         ძალიან დიდი 9 მმ-დან ზევით.

 

სიმპტომები

·         კისრის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ტკივილის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს მხარსა და მკლავშიც. თითებზე აღინიშნება გრძნობის დაკარგვა და პარესთეზია. დაავადების ხანგრძლივი გაგრძელების დროს აღინიშნება უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა.

·         გულმკერდის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას, ღრმა სუნთქვა, ზოგჯერ ეს ტკივილი ერევათ გულის ტკივილში.

·         წელის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: წელის არეში ტკივილი, რაც ხელს უშლის მოძრაობას. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილსაც. ტკივილს ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაცია.

მკურნალობის დასადგენად საჭიროა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია;

 

მკურნალობა

·         ვარჯიშისპეციალურად შემუშავებული ვარჯიშის შესრულება რეგულარულად, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დისკების გასწორებას და სტაბილიზაციას;

·         სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი;

·         გაჭიმვა - რომელსაც ატარებს მანუალური თერაპევტი ან სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებით სრულდება.   

·         არატრადიციული თერაპია: წერტილოვანი მასაჟი, ნემსების თერაპია, ჰირუდოთერაპია;

·         მედიკამენტური თერაპია - გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად. წამლები შეიძლება იყოს ადგილობრივი მიღების ან ინექციური.

·         ჰომეოპათიაც მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. საზღვარგარეთ მიღებულია ჰომეოსინიატრიისს მეთოდი, რომელიც ემყარება დეტოკსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის დამცავი ძალების სტიმულაციას, რის შედეგადაც ხდება ანთებით პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა და დისკის სტრუქტურის აღდგენა.

 

რისკის ჯგუფი

ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ:

·         ხერხემლის გამრუდება და სხვა დაავადებები;

·         ჭარბი წონა;

·         არიან 25-50 წლის ასაკის;

·         აქვთ მჯდომიარე სამუშაო;

·         წევენ სიმძიმეებს ხშირად.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალებაა სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დილაობით ყავის ნაცვლად ბალახეული ჩაის დალევა და დაბალანსებული კვება. ასევე ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.