ლისტერიოზი
ლისტერიოზი – ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ლიფომიდური და ნერვული ქსოვილების დაზიანება, რომელიც მიმდინარეობს ანგინოზურ-სეპტიკური ფორმით.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· დაბინძურებული საკვების ან სათანადოდ გაურეცხავი პროდუქტის გამოყენება;
· ინფექციის მოხვედრა ორგანიზმში კანის დაზიანებული საფარიდან;
· ინფექციის გადაცემა სქესობრივი აქტის დროს;
· მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის დაინფიცირება.
სიმპტომები
ლისტერიოზს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ციება;
· თავის ტკივილი;
· გულის რევა, ღებინება;
· გრიპის ნიშნები (კონიუქტივიტის ანთება, ყელის ტკივილი);
· წვრილი გამონაყარი (კვანძოვანი ან ლაქოვანი);
· სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
· შარდვის ხშირი მოთხოვნილება;
· მაღალი ტემპერატურა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს:
· ცხვირის გამონადენის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას;
· კონიუქტივის ნაცხის ანალიზს;
· სისხლის საერთო ანალიზს;
· ლიმფური კვანძების ბიოპსიას;
· პლაცენტას პუნქციას (ფეხმძიმე ქალებში).
აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება:
· ელექტროენციფალოგრამა;
· ლუმბალური პუნქცია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ტეტრაციკლინის ან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
· წოლით რეჟიმს;
· ავადმყოფის იზოლაციას.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· სეფსისი;
· პნევმონია;
· მენინგიტი;
· ზურგის, თავის ტვინის აბსცესი;
· ნერვული სისტემის აშლილობა;
· პატარა ბავშვებში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა.
ფეხმძიმე ქალებში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან მკვდარი ბავშვის დაბადება.
შემთხვევების 30%-ში დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მოხუცები;
· ახალშობილები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
· ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები;
· ფეხმძიმე ქალები;
· ნარკო და ალკოდამოკიდებული ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
· მეცხოველეობის ფერმებში ვეტერინარული კონტროლის ჩატარება;
· ფეხმძმე ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ საკვები პროდუქტების სისუფთავის მიმართ.