ლიქენი

ლიქენი

ლიქენი საერთო ტერმინი, რომელიც გამოხატავს კანის რიგი ანთებითი დაავადებების ნაკრებს, რომელბიც ლოკალიზდებიან კანის ერთ ან სხვადასხვა საფარზე.

 

ლიქენის ნაირსახეობები

არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:

·         ქატოსებრი ლიქენი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს ცხოველთან ურთიერთობის შემდეგ. ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებში, ის გადამდებია.

·         ფერადი ლიქენი ინფექციური დაავადება, რომლის გამაღიზიანებელს წარმოადგენს განსაკუთრებული სოკო - ის ყველა ადამიანის კანზე არსებობს. ყველაზე ხშირად ცხელი ქვეყნების მაცხოვრებლებში გვხვდება. გადატანის შემდეგ უკვე მემკვიდრეობით გადაეცემა.

·         სარტყლისებრი ლიქენი კანის დაავადება, რომელსაც იწვევს Herpes zoster-ის ვირუსი. აზიანებს ნევრულ უჯრედებს. რიგ შემთხვევებში ტკივილი და ქავილი გრძელდება წლების მანძილზე.

·         ვარდისფერი ლიქენი კანის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. ჩვეულებრივ უჩნდება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. არ არის გადამდები. 

·         წითელი ბრტყელი ლიქენი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს, ლორწოვან გარსს, ფრჩხილის ფირფიტებს.

 

სიმპტომები

ლიქენის თითოეული ტიპს აქვს თავისებური სიმპტომები:

·         ქატოსებრი ლიქენი - მოწითალო-მოყავისფრო ლაქები კანის საფარზე;

·         სარტყელისებური ლიქენი - ბუშტუკებისმაგვარი გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი და ტკივილი;

·         ვარდისფერი ლიქენი - დიდი ვარდისფერი ლაქები, რომელთა შუაგულში კანი ყვითლდება და დახეთქილია;

·         წითელი ბრტყელი ლიქენი - ბრტყელი წითელი გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი.

 

დიაგნოსტიკა

ლიქენის მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:

·         ვიზუალური დათვალიერება და კანის სპეციფიკური სინჯების აღება;

·         ვუდის ნათურით დათვალიერება;

·         კანის ნაცვეთის მიკროსკოპია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ინიშნება:

·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;

·         ანტივირუსული პრეპარატები;

·         მალამოები;

·         პოლივიტამინები.

 

საშიშროება

ლიქენის გამწვავებამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი გართულებები:

·         პარალიჩი;

·         ჰეპატიტი;

·         ფილტვების ანთება;

·         შარდის ბუშტის დაზიანება;

·         გლაუკომა;

·         სისხლის მოწამვლა;

·         პოსტჰერპესული ნევრალგია.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი და იმუნიტეტის გაძლიერება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.