ლიმფომა

ლიმფომა

ლიმფომა  ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფატიკურ სისტემას.

გამოიყოფა ლიმფომას შემდეგი სახეობები:

·         ხოჯკინის ლიმფომადაავადების დროს პროცესი გადაეცემა ერთი ლიმფური კვანძდან მეორეს, იკურნება რთულად;

·         სხვა ლიმფომებისხვადასხვა სახის ლიმფომები, რომელბიც აზიანებენ უჯრედებს და ორგანოებს (ღვიძლს, ნერვულ სისტემას, კუჭს, კანს და ა.შ.).

 

მიზეზები

ლიმფომას გაჩენის მიზეზებია:

·         მოხუცებულობა;

·         ორგანიზმში გარკვული ვირუსებისა და ინფექციების არსებობა;

·         იმუნური სისტემის დარღვევები;

·         ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;

·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია

·         ჯირკვლების გადიდება ტკივილის თანხლებით;

·         კანზე წითელი ფერის ლაქების გაჩენა;

·         კანის საფარის გაუხეშება;

·         გულის რევა, ღებინება;

·         ღამის პერიოდში ჭარბი ოფლიანობა;

·         ელენთის გადიდება მუცლის არშეი მწვავე ტკივილის თანხლებით;

·         წონის სწრაფი დაკარგვა;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა საღამოს და ღამის საათებში;

·         სწარფი დაღლა;

·         კანის ქავილი.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ონკოლოგი, შეიძლება საჭირო გახდეს ექიმი-ჰემატოლოგის კონულტაციაც. პაციენტს უტარდება:

·         სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;

·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;

·         დაზიანებული ლიმფური კვანძის ბიოპსია;

·         რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ძვლის ტვინის გამოკვლევა;

·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         რადიოთერაპიას;

·         ქიმიოთერაპიას;

·         ძვლის ტვინის გადანერგვას;

·         ბილოგიური რეაქციის მოდიფიკაციურ თერაპიას.

 

საშიშროება

დაავადებამ შეიძება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         ანემია;

·         მეორადი ინფექციების გაღვივება;

·         ძილის დარღვევა;

·         დეპრესია;

·         ორგანიზმის გამოფიტვა;

·         ზედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საშარდე გზების ობსტრუქცია.

მაღალია ლეტალური შედეგის რისკი.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდი დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს.

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.