ლეპრა

ლეპრა

ლეპრა (კეთრი) ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის და პერიფერიული ნერვების ანთებითი პროცესი, რომელიც აზიანებს თვალებს, ცხვირს, ძვლებს, მტევნებს, ტერფებს, საკვერცხეებს. ლეპრა გავრცელებულია აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:

·         ლეპრომატოზური ლეპრახასიათდება კანის საფარის ჭარბი დაზიანებით;

·         ტუბერკულოიდური ლეპრაგამოირჩევა ნერვების ძლიერი დაზიანებით.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ორგანიზმის ლეპრას მიკრობაქტერიებით დაავადებისას, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ ზედა სასუნთქი გზებიდან, კანის დაზიანებული საფარიდან, დაინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი კონტაქტით, ასევე მწერების ნაკბენით.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         კანის გარკვეული ნაწილის მგრძნობელობის დარღვევა;

·         კანის საფარზე პიგმენტაციის შეცვლა;

·         კუნთების ატროფია;

·         ტერფებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა;

·         ყურის ნიჟარების გადიდება;

·         სისხლდენა ცხვირიდან;

·         წარბების გაცვენა;

·         სახის კანის ანთება, რაც იწვევს მის გასქელებას;

·         მხედველობის გაუარესება;

·         ხელებისა და ფეხების თითების კვდომა.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3-5 წელი.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს სეროლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ჰისტოლოგიურ გამოკვლევებს კანის დაზიანებული ადგილებიდან, ასევე ცხვირის ლორწოვანის ნაცხის ანალიზს.

საჭიროა დაავადების გარჩევა ტოკსიკოდერმიისგან, ექსუდატიური ერითემისგან, ტუპერკულოზისაგან, სარკოიდოზისაგან, სკლეროდერმიისაგანა, ვიტილიგოსგან, მიკოზისგან, ტროფიკული წყლულისგან, პიგმენტური ჭინჭრის ციებისგან. 

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ენთიოტროპულ თერაპიას;

·         ანტილეპროზულ პრეპარატებს;

·         მასტიმულირებელ პრეპარატებს (იმუნომოდულატორებს, ვიტამინებს, იმუნოგლობულინს).

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         სიბრმავე;

·         უნაყოფობა;

·         ცხვირის ძგიდის მოშლა;

·         თვალის რქოვანას წყლული;

·         მტევნებისა და ტერფების კონტრაქტურა;

·         ამილოიდოზი;

·         მოტეხილობების რისკის გაზრდა.

 

რისკის ჯგუფი

ჯგუფში შედიან:

·         ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილი ადამიანები;

·         ცუდი ეკოლოგიური პირობების რაიონებში მაცხოვრებლები;

·         შიდსის დაავადებულები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულა:

·         ეპიდემიურ კერებში მაცხოვრებლებისთვის სასწრაფო გამოკვლევის ჩატარება;

·         დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ პრევენციული მკურნალობის დაწყება;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.