ლეიკემია
ლეიკემია (ლეიკოზი, სისხლის კიბო) – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მატარებელ სისტემაში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა. ლეიკემიას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· კონცეროგენებით ხანგრძლივი დროის მანძილზე მოწამვლა;
· იონიზირებული დასხივების ზემოქმედება ორგანიზმზე;
· არასწორი კვება;
· ვირუსების ზემოქმედება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· სისუსტე, სწრაფი დაღლა;
· მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;
· ძილის დარღვევა;
· კანის საფარის გაუფერულება;
· თვალების ქვეშ დიდი მუქი წრეების გაჩენა;
· კანის ტრავმების რთულად შეხორცება;
· ცხვირიდან სისხლდენა;
· კანზე ჰემატომების გაჩენა;
· ვირუსული დაავადებების მიმართ მიდრეკილება;
· მუდმივად მაღალი სხეულის ტემპერატურა;
· ლიმფური კვანძების გადიდება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი, პაციენტს უტარდება:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· ძვლის ტვინის პუნქცია;
· ძვლის ტვინის ტრეპანობიოპსია;
· ძვლის ტვინის ქსოვილების იმუნოფენოტიპირება.
პარალელურად პაციენტს აკვირდება ექიმი-ონკოლოგი.
მკურნალობა
დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ქიმიოთერაპიას;
· სისხლძარღვების ტრანსპლანტაციას;
· დონორული ლიმფოციტების ტრანსფუზიას;
· ჰორმონალურ პრეპარატებს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა:
· რთული ინფექციების გაჩენა ტრავმების ხანგრძლივი და რთული შეხორცების გამო;
· ორგანოების და ქსოვილების შეშუპება.
დაავადების გვიანდელ სტადიაზე დგება ლეტალური შედეგი. ბავშვებში საშიშროება უფრო დიდია, რადგან ლეიკემიისას განვითარებულმა ნებისმიერმა გვერდითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ძლიერი რადიოაქტიური დასხივების გადამტანი ადამიანები;
· ქიმიური ნივთიერებებით მოწამლული ადამიაენბი;
· გენეტიკური აშლილობის მქონე ადამიანები;
· მწეველები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ტოქსიკურ ნივთიერებებთან სიფრთხილის გამოჩენა;
· რადიაციულ ზონაში მოხვედრისას უსაფრთხოების წესების დაცვა;
· იმუნიტეტის გაძლიერება.