ლაქტოსტაზი
ლაქტოსტაზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეძუძურ ქალებში რძის შეკავება ან სხვა გართულებული პროცესი სარძევე ჯირკვლებში. წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის ყველაზე დამახასიათებელ დაავადებას. ხშირად ლაქტოსტაზისკენ მიდრეკილია მხოლოდ ერთი მკერდი.
მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ჭარბი რძის დაგროვებით და სარძევე ჯირკვლის გამტარი გზების გაჭედვით.
წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
· მკერდის ანატომიური აგებულება (წვრილი გამტარი არხები, ბრტყელი ძუძუს თავი);
· მკერდის სხვადასხვა ტრავმები, დაზიანებები, დახეთქილი ძუძუს თავი;
· ხშირი გადაციება;
· ძუძუთი არარეგულარული კვება ან უარის თქმა ძუძუთი კვებაზე;
· მოჭერილი თეთრეულის ტარება;
· კვების დროს ბავშვის არასწორად დაჭერა;
· მუცელზე წოლა.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· სარძევე ჯირკვლის გამაგრება;
· სარძევე ჯირკვალზე დაჭერის დროს ტკივილი;
· მკერდზე კანის გაწითლება;
· ტემპერატურის აწევა 38 გრადუსამდე;
· რძის გამოყოფის შემდგომი კლება.
დაავადება საშიშია იმით, რომ ხშირად ტკვილი და სიმპტომები არ ახლავს თან მის მიმდინარეობას.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-მამოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· მკერდის პალპაციას;
· სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· სარძევე ჯირკვლების ხელით მასაჟს;
· ბავშვის ძუძუთი კვების წინ სარძევე ჯირკვლების გათბობას (თბილი შხაპის მიღება);
· ბავშვის კვების დროს შესვენებებისას ცივი კომპრესების დაფენას;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (სარძევე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი მასაჟი).
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროულად აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება);
· სარძევე ჯირკვლის აბსცესი;
· სარძევე ჯირკვლის კიბო.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ქალბატონები, ვისაც ადრე გადატანილი აქვთ მკერდის ტრავმები;
· მკერდის თავისებური აგებულების მქონე ქალბატონები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ბავშვის კვება რეგულარულად და დროის თანაბარი შუალედებით;
· კვებისას ბავშვის სწორ მდგომარეობაში დაჭერა;
· მკერდის დაზიანებებისა და ტრავმების თავიდან აცილება;
· მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი სპეციალური თეთრეულის ტარება;
· სტრესული სიტუაციებისა და გადაციებისგან თავის დაცვა;
· დღის მანძილზე სითხის მიღების შემცირება, მაქსიმუმ 800-1000 მლ.