კვინკეს შეშუპება
კვინკეს შეშუპება (ანგიონერვული შეშუპება) – მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება სახის ან კიდურების გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· საკვები ალერგენები;
· მტვრის ალერგენები;
· საყოფაცხოვრებო ქიმია, კოსმეტიკა;
· სამკურნალო პრეპარატები.
რეაქციის გაჩენის ფაქტორებია:
· გადატანილი სტომატოლოგიური ოპერაციები;
· ჰაერის ტემპერატურს მკვეთრი ცვლილება;
· ხშირი სტრესი;
· საკვერცხის კისტა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· შეშუპება, რომელიც აზიანებს სახელს, ქუთუთოებს, პირის ლორწოვან გარსს;
· შეშუპების ადგილებში წვა და ტკივილი;
· შეშუპებული ადგილების სიმყარე.
კვინკეს შეშუპების დროს ასევე აღინიშნება:
· ხმის ჩახლეჩვა;
· ხველა, გართულებული სუნთქვა;
· სახის სილურჯე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის, შარდის საერთო ანალიზი;
· კომპლემენტის სისტემის გამოკვლევა;
· კანის სინჯები ალერგენების მიმართ;
· იმუნოგრამის გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· გლუკოკოსტიკოსტეროიდებს.
· ალერგენთან კონტაქტის სასწრაფოდ შეწყვეტას;
· დაზიანებულ ადგილებში ცივი კომპრესების დადებას;
· ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას.
თუ შეშუპება არ ჩაცხრება 2-3 საათში, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.
დიეტა
მკრნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
· კვერცხი;
· შოკოლადი;
· თხილი, მარცვლეული;
· თევზი;
· ციტრუსები;
· ტომატი, პომიდორი;
· რძის პროდუქტები.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პორბლემის დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს ბრონქების და ტრაქეის შეშუპება, რაც თავის მხრივ იწვევს ასფიქსიას.
რისკის ჯგუფი
· ალერგიის მქონე პირები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;
· ფეხმძიმე ქალები;
· დარღვეული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალები;
· ჰიპერთირეოზით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები;
· ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
· ოტოლარინგოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;
· დიეტის დაცვა;
· საცხოვრებელი სივრცის რეგულარული დასუფთავება.