კვანძოვანი ჩიყვი
კვანძოვანი ჩიყვი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრ ჯიკვალში კვანძოვანი წანაზარდების გაჩენა.
გამოიყოფა შემდეგი სახის კვანძოვანი ჩიყვი:
· ენდემური (იოდის უკმარისობით გამოწვეული);
· სოლიტარული (ერთად-ერთი კვანძი);
· მრავალკვანძოვანი (კვანძების დიდი რაოდენობა);
· კონგლომერატული (ერთმანეთთან დაკავშირებული კვანძები).
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
· ტირეოიდული ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება (ჰიპოთირეოზი);
· ტეროიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება (ჰიპერთირეოზი);
· შინაგანი ორგანოების დაავადება;
· მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა;
· ხშირი სტრესი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ფარისებრი ჯირკვლის არათანაბარი გადიდება;
· ყელის ტკივილი;
· ყელში დახშვის შეგრძნება;
· გახშირებული გულისცემა;
· ტკივილი გულმკერდის არეში;
· სუნთქვის, ყლაპვის პრობლემები;
· ჭარბი ოფლდენა;
· წონის სწრაფი დაკარგვა;
· გაღიზიანება;
· სწრაფი დაღლა.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· ფარისებრი ჯირკვლის პალპაციას;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციულ ბიოპსიას;
· ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას;
· საყლაპავის, გულმკერდის რენტგენოგრაფიას.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ტირეოიდული ჰორმონების წარმოქმნის ხელშემწყობი ან ხელისშემშლელი პრეპარატები;
· რადიოაქტიური იოდის შემცველი პრეპარატები;
· ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ჩიყვის ქირურგიული გზით მოცილება ხდება იმ შემთხვევაში თუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია 3 სმ-ზე მეტად ან არსებობს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება.
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· სისხლის მიმოქცევის გართულება;
· ტრაქეის, საყლაპავის შევიწროვება;
· ფარისებრი ჯირკვლის ანთება;
· ჩიყვის ადგილას ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომას, კიბოს მქონე პირები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
· ადამიანები ვინც ჩაიტარა თავისა და ყელის არში სხივური თერაპია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარება;
· რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა;
· ვიტამინების მიღება (განსაკუთრებით B ჯგუფის)
· ორგანიზმზე დაბინძურებული გარემოს და ცუდი ეკოლოგიური პირობების ზემოქმედების შეზღუდვა.