კუშიგინის სინდრომი
კუშიგინის სინდრომი (იცენკო-კუშიგინის სინდრომი, ჰიპერკორტიციზმი) – დაავადება ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე (კორტიზოლი, კორტიკოსტერონი). სინდრომი ბავშვებს ძუძუმწოვრობის ასაკშივე შეიძლება გამოუვლინდეთ.
მიზეზები
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ჰიპოფიზის შეშუპება;
· ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;
· ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;
· ბრონქების ადენომა;
· თირკმეზედა ჯირკვლების კიბო, ადენომა ჰიპერპლაზია;
· გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძილვი მიღება.
სიმპტომები
· გასუქება;
· ქრონიკული სიწითლე სახის კანზე;
· წვრილი გამონაყარი კანზე;
· კისერზე კანის გამუქება;
· კუნთების ატროფია;
· კიდურების ზომის შემცირება;
· მუცლისა და თეძოების ნაწილში კანის დაჭიმვა და სისლხჩაქცევები;
· არტერიული წნევის აწევა;
· ძლიერი თავის ტკივილი;
· ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
· დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპინის ჰორმონით დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
· თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის შესამცირებელი პრეპარატები;
· ცილების, ნახშირწყლების, მინერალების ცვლის დამარეგულირებელი პრეპარატები;
· სხივური თერაპია;
· ქიმიოთერაპია;
· ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ინსულტი;
· პიელონეფრიტი;
· სეპსისი;
· ოსტეოპორეზი;
· თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
· შარდკენჭოვანი დაავადება;
· კანის სოკოვანი და ჩირქოვანი დაავადებები;
· ფეხმძიმობის დროს მუცლის მოშლის დიდი ალბათობა;
· ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
ძირითადად ქალები 25-40 წლის ასაკში.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· წელიწადში ერთხელ თურქული კეხის რენტგენის გაკეთება;
· სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის გაკონტროლება;
· თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფიზის ამოკვეთის შემთხვევაში სტეროიდების მუდმივი მიღება.