კურდღლის ტუჩი

კურდღლის ტუჩი

კურდღლის ტუჩი თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ქსოვილების განვითარების შეფერხება და ზედა ტუჩზე ნაპრალი. 

ჩვეულებრივ, კურდღლის ტუჩის პრობლემით დაბადებულ ბავშვებში გვხვდება ასევე ყბა-სახის დეფექტი, როგორიცაა მაგალითად მგლის ხახა.
კურდღლის ტუჩის დეფექტის გამოსწორება ხდება ბავშვის სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე, თუ არ არსებობს რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი ოპერაციის ჩატარებისთვის ან ბავშვი დღენაკლული არ არის. შემთხვევების 85-90%-ში ოპერაცია დადებით შედეგს იძლევა.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება გენურ დონეზე მუტაციის განცდით. კურდღლის ტუჩის ნიშნები ვითარდება ფეხმძიმობის პერიოდში და მას იწვევს:

·         ტოქსიკოზი;

·         ძლიერი სტრესი;

·         ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება;

·         მოწევა;

·         ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;

·         რადიაციული დასხივება;

·         გვიან ასაკში ფეხმძიმობა (35-40 წელი).

ჩამოთვლილი ფაქტორები ყველაზე დიდ საშიშროებას ბავშვისთვის წარმოადგენენ ფეხმძიმობის პირველი 2 თვის მანძილზე.

 

სიმპტომები

აღნიშნულ დეფექტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სახის დეფორმაცია;

·         ნაპრალი ზედა ან ქვედა ტუჩის არეში;

·         ყლაპვისა და წოვის პროცესის დარღვევა;

·         კბილების დეფორმაცია;

·         მეტყველების ფუნქციის მოშლა.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს პლასტიკური ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა ხდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე. უფრო ადრეული ოპერაციები კეთდება განსაკუთრებული დაღვევების შემთხვევაში, მათ შეიძლება თან ახლდეს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა.
კურდღლის ტუჩის მოსაშორებლად არსებობს ოპერაციის რამოდენიმე ფორმა:

·         ჰეილოპლასტიკანაპრალიანი ტუჩის აღდგენა სრული ანატამიური და ესთეტიკური შედეგის მისაღებად;

·         რინოჰეილოპლასტიკაგულისხმობს ნაპრალიანი ტუჩის, ცხვირის ძგიდეების, პირის ღრუს ანომალიურად განვითარებული კუნთების კორექციას;

·         რინოჰეილოგნატოპლასტიკაპლასტიკასთან ერთად ამ შემთხვევაში შედის ალვეოლიარული წანაზარდის დეფექტებისა და ზედა ყბის განუვითარებელი ნაწილის კორექციაც.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა - განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს;

·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         სამკურნალო პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.