კონიუქტივიტი
კონიუქტივიტი – ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. დაავადება ძალიან გავრცელებულია და წარმოადგენს თვალის პათოლოგიების 30%-ს.
დაავადების განვითარება დამოკიდებულია საცხოვრებელ გეოგრაფიულ ზონასა და სეზონზე. გამოიყოფა კონიუქტივიტის შემდეგი სახეობები:
· ალერგიული;
· ბაქტერიული;
· მწვავე;
· კოხ-უიქსის;
· ქრონიკული.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ვირუსები;
· ბაქტერიები;
· ალერგენები;
· ქიმიური ნივთიერებები.
სიმპტომები
კონიუქტივიტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· თვალის ტკივილი, ქავილი, ქუთუთოების შესიება;
· ცრემლდენა, ქუთუთოს სპაზმი ბავშვებში;
· თვალიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, ქავილი;
· ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან;
· რქოვანას წყლული, სისხლიანი გამონადენი თვალებიდან;
· კონიუქტივიტის შეშუპება და სისხლჩაქცევები.
დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ნიშნავს:
· კონიუქტივიტის ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ან ციტოლოგიურ ანალიზს.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა ბავშვებსა და დიდებში მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· თვალის წვეთებს ან ანტიბიოტიკების შემცველ თვალის მალამოებს;
· სტეროიდების შემცველ წვეთებს;
· ინტერფერონის შემცველ პრეპარატებს.
საშიშროება
მკრუნალობის არარსებობის შემთხვევაში განვითარდება:
· მხედველობის დაქვეითება;
· კერატიტი (თვალის რქოვანას ანთება);
· მხედველობის სრულად დაკარგვა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· თვალის ჰიგიენის დაცვა;
· სავარაუდო ალერგენებთან კონტაქტისგან თავის შეკავება.