კოლიტი

კოლიტი

 

კოლიტი  ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კუჭის და თხელი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, რაც იწვევს გასტროენტეროკოლიტს.

 

მიზეზები

·         ნაწლავის მწვავე კოლიტივითარდება ბაქტერიული ფლორით, არასწორი კვებით, რომელსაც ახლავს გასტრიტი და ენტერიტი.

·         ქრონიკული კოლიტიპროვოცირება ხდება ნაწლავის დისბაქტერიოზით, არასწორი კვებით, ხშირი სტრესით.

·         გრანულომატოზურივითარდება კრონის დაავადებისას, წარმოადგენს მემკვიდრეობით დაავადებას.

·         რადიაციულიწარმოიქმნება იონიზირებული რადიაციით. უვითარდება პირებს, რომლებიც გადიან სხივურ თერაპიას.

·         მედიკამენტურიწარმოიქმნება მედიკამენტების მასიური მიღებით.

·         იშემიური წარმოიქმენება მსხვილ ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

·         ნაწლავის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტიგამოირჩევა ლორწოვანი გარსის წყლულით.

 

სიმპტომები

·         გაფანტული «მიგრირებადი» ტკივილი მუცლის არეში;

·         შებერილობა;

·         დიარეა, თხელი განავალი ლორწოს ან სისხლის ნარევით;

·         ღებინება, სისუსტე.

კოლიტის სიმპტომები ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ.

 

დიაგნოსტიკა

დიფერენციალურ დიაგნოსტიკას უკეთებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ახალ წარმონაქმნებს, დისკინეზიას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანომალიას (ბავშვებში).

გროვდება ანამნეზი, ითესება კალა პარაზიტებისა და ბაქტერული ფლორის გამოსაკვლევად.

დეტალური გამოკვლევისთვის ტარდება კოპროგრამა, კოლონოსკოპია, რეტონომანოსკოპია, გასტროსკოპია, ირიგოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე.

·         ბაქტერიული ან ინფექციური წარმოშობის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები (გამაღიზიანებლის მიხედვით), მაგალითად მეტრონიდაზოლი.

·         თუ კოლიტი წყლულოვანია, მკურნალობა მოიცავს დაავადების გადაყვანას რემისიის სტადიაში.

მკურნალობისას ასევე გამოიყენება პრობიოტიკები, სპაზმოლიტიკები, ენტეროსორბენტები, მძიმე შემთხვევებისას ინიშნება გლუკოკორტიროიდული ჰორმონები.

 

დიეტა

ინიშნება დიეტა № 4, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.

 

საშიშროება

შესაძლებელია პერიტონიტის, ანემიის განვითარება. ასევე თხელი ფეკალური მასის ხშირი გამოყოფით შეიძლება განვითარდეს პარაპროქტიტი, სწორი ნაწლავის ბზარები.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან არასწორი კვების მქონე პირები და ადამიანები, ვინც არ იცავს პირადი ჰიგიენის წესებს.

 

პროფილაქტიკა

დაბალანსებული კვება და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.