კლიმაქსი
კლიმაქსი – ფიზიოლოგიური პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ხასიათდება რეპროდუქციული ფუნქციის გაქრობით (ქალებში) და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ცვლილებით (მამაკაცებში). კლიმაქსი ვითარდება 40 წლის შემდეგ და გრძელდება ქალებში 10, ხოლო მამაკაცებში 5 წლის მანძილზე.
მიზეზები
კლიმაქსის გამომწვევი მიზეზებია:
· ორგანიზმის დაბერება;
· სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ორქიტი, ეპიდერმიტი);
· მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა;
· საკვერცხეების აქტივობის ფუნქციის დაქვეითება;
· საკვერცხეების სიმსივნე, ტრავმები.
ჭარბი წონა, ალკოჰოლიზმი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი იწვევს ნაადრევ კლიმაქსს.
სიმპტომები
კლიმაქსის სიმპტომები ქალებში:
· «წამოხურება» (სიცხის მოულოდნელი შეგრძნება);
· მენტსტრუაციის შეწყვეტა (მენოპაუზა);
· თავის ტკივილი;
· ჭარბი ოფლიანობა;
· გაღიზიანება;
· ლიბიდოს დაქვეითება;
· დეპრესიისკენ მიდრეკილება;
· შარდის შეუკავებლობა;
· შარდვის ხშირი მოთხოვნილება;
· საშოს ლორწოვანის გამოშრობა;
· კანის სიმშრალე;
· თმის ცვენა.
კლიმაქსის ნიშნები მამაკაცებში:
· გახშირებული გულისცემა;
· თავბრუსხვევა;
· არტერიული წნევის თამაში;
· სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირება;
· სპერმის რაოდენობის შემცირება;
· პოტენციის დაქვეითება;
· სწრაფი ეაკულაცია;
· ცხიმების დაგროვება ქუთუთოებსა და ლოყებზე;
· სხვა ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვი ექიმი-გინეკოლოგი და ექიმი-ანდროლოგი ატარებენ შემეგ გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· პატარა მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· ენდომეტრიუმის სინჯის ცისტოლოგიურ ანალიზს;
· საშოს ნაცხის ანალიზს;
· მამოგრამას;
· ძვალ-კუნთოვანი სისტემის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიდეპრესანტებს;
· არაჰორმონალურ პრეპარატ-ბიოფოსფონატებს;
· ესტროგენებს აბებისა და მალამოების ფორმით;
· ჰორმონალურ პრეპარატებს.
მამაკაცების კლიმაქსის თერაპია მოიცავს:
· სედატიურ პრეპარატებს;
· ანტიდეპრესანტებს;
· ბიოგენურ ადაპტოგენებს;
· ჰორმონალურ თერაპიას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლებელია შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
· ინფარქტისა და ინსულტის რისკის გაზრდა;
· გულის იშემიური დაავადების გართულება;
· საშვილოსნოს სისხლდენა;
· ოსტეოპოროზი;
· ათეროსკლეროზი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· სწორი კვება.