კენჭები თირკმელებში
კენჭები თირკმელებში (თირკმელკენჭოვანი დაავადება - ნეფროლიტიაზი) – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან. ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე) და ფორმის მიხედვით. რიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· მემკვირეობითი მიდრეკილება;
· ორგანიზმში ჭარბი კალციუმის შემადგენლობა;
· სისხლში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა;
· ნივთიერბათა ცვლის დარღვევა;
· სითხის არასაკმარისი მიღება ან ჭარბად დაკარგვა;
· თირკმლის ინფექციები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მუცლის ქვედა ნაწილში ან გვერდებში მწვავე ტკივილები;
· ხშირი შარდვა;
· მტკივნეული შარდვა;
· გულის რევა, ღებინება;
· მცირე და ხშირად შარდვა;
· შარდთან ერთად ქვიშისმაგვარი ნარევის გამოყოფა;
· სისხლდენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-უროლოგი ატარებს:
· შარდის საერთო ანალიზს;
· თირკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· თირკმელების რენტგენს;
· ეკსკრეტორულ რენტგენოკონტრასტულ უროგრაფიას;
· თირკმელების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა
თირკმელებიდან კენჭების მოცილება შეიძლება შემდეგი მეთოდებით:
· ღია აბდომინური ოპერაცია;
· ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიური ოპერაცია;
· წელის არეში პუნქციით ქვების დაშლა;
· ულტრაბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლა.
წამლებიდან პაციენტს ენიშნება:
· ანალგეტიკები;
· სპაზმოლიტიკები;
· დიურეტიკები.
დიეტა
დიეტა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მარილებისგან შედგება კენჭები. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· პროდუქტები, რომელბიც შეიცავენ ოქსალიკის მჟავას – მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, მწვანე ჩაი, შემწვარი ხორცი, ხორცისა და თევზის მსუყე წვნიანები;
· ხორცი, თევზი, ქათამი, ყველი, კვერცხი;
· რძემჟავა პროდუქტები, მცენარეული საკვები.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· თირკმლის კოლიკა;
· პიელონეფრიტი;
· თირკმლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
· ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;
· ნაწლავის, კუჭის, თირკმელების დაავადების მქონე პირები;
· ენდოკრინული დარღვევების მქონე პირები;
· მოხუცები, ოსტეოქონდროზითა და ოსტეომიელიტით დაავადებულები.
პროფილაქტიკა
პროფიალქტიკისთვის რეკომენდირებულია
· დაბალანსებული დიეტა;
· დღის მანძილზე აუცილებელი რაოდენობის სითხის მიღება (2 ლ დღეში);
· თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.