კბილის ქვა

კბილის ქვა

კბილის ქვა კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება, რაც პირის ღრუს არასწორი მოვლისგანაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ნადები მუქი ფერისაა, თუმცა შეფერილობას შემადგენლობა (საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, ფოსფორისა და რკინის მარილების ნარჩენები) განსაზღვრავს.

 

გამოიყოფა დაავადების ორი ფორმა

  • ღრძილზედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ზემოდან და აქვს მოთეთრო-მოყვითალო ფერი);
  • ღრძილსქვედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ქვედა ნაწილში და აქვს მუქი ყავისფერი შეფერილობა).

 

მიზეზები:

  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული ხეხვა;
  • საკვების ღეჭვა მუდმივად ერთ მხარეს;
  • კბილების თანდაყოლილი დეფექტი;
  • ორგანიზმში მარილის ბალანსის დარღვევა.

 

სიმპტომები:

  • ცუდი სუნი პირის ღრუში;
  • ღრძილებიდან სისხლდენა;
  • ღრძილის რეცესია.

 

თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ სტომატოლოგს, რომელიც ზონდის საშუალებით დაათვალიერებს პირის ღრუს.

 

მკურნალობა:

კბილის ქვის მოცილების მეთოდებია:

  • ლაზრეული (ქვის ლაზერით მოცილებაპროცედურა ძვირადღირებულია და ძალიან ცოტა კლინიკებში გამოიყენება);
  • ულტრაბგერითი (ამ გზით ქვის მოცილება არ არის რეკომენდირებული კარდიომასტიმულირებლების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის).

ასევე არსებობს დამატებითი პროცედურები:

  • Air Flow-მეთოდი (ჰაერ-აბრაზიული მეთოდი);
  • მჟავა ან ტუტე ხსნარებით ქიმიური ზემოქმედება.

 

თუ კბილის ქვებს დროულად არ მოიცილებთ შეიძლება განვითარდეს:

  • გინგივიტი (ღრძილების ანთება);
  • პაროდონტიტი (კბილის ქსოვილების ანთება).

 

რეკომენდაცია!

  • გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტები;
  • ჩართეთ რაციონში მყარი ხილი და ბოსტნეული;
  • გამოიყენეთ საკვებში ლიმონი;
  • ჩაიტარეთ წელწადში ორჯერ პროფესიული წმენდა;
  • დაანებეთ თავი მოწევას;
  • სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი.

 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.